"არავინ იცის, თუ რა ტიპის ახალი ნაკადი (გამოქცეული ვაგნერელები, კადიროველები, შოიგუელები, ეფესბეელები, ახალ ქაოსს გამოქცეულები და ა.შ.) შეიძლება დაიძრას რუსეთიდან. სასწრაფოდ შემოსაღებია სავიზო რეჟიმი რუსეთის ფედერაციასთან, სასწრაფოდ!" - წერს ქადაგიძე სოციალურ ქსელში.
რუსეთში ვითარება 23 ივნისს დაიძაბა, როცა კერძო სამხედრო კომპანიის "ვაგნერის" დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დაადანაშაულა მათ დანაყოფზე სარაკეტო თავდასხმაში. პრიგოჟინის მტკიცებით, ამ თავდასხმას „ვაგნერის“ რიგებში დიდი მსხვერპლი მოჰყვა. პრიგოჟინმა ასევე განაცხადა, რომ მის განკარგულებაში არსებული 25 ათასი მებრძოლით დაიძრა, რათა აღადგინოს "სამართლიანობა". დღეს დილით კი “ვაგნერის” ოფიციალურ ტელეგრამ არხზე პრიგოჟინის მიმართვა გავრცელდა, სადაც ამტკიცებს, რომ როსტოვში სამხედრო ობიექტებზე კონტროლი დაამყარა.