მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სათამაშოების იმპორტი 52%-ით გაიზარდა - რომელ ქვეყანაში ვყიდულობთ საქონელს?

6131e22a8d29c
ვიქტორია მღებრიშვილი
03.09.21 22:00
1064
მიმდინარე წელს სხვადასხვა სახის სათამაშოების იმპორტი გასული წლის 7 თვესთან შედარებით 52%-ით გაიზარდა. ამ პერიოდში სათამაშოების შესაძენად ქვეყნიდან 10.3 მლნ დოლარი გავიდა და ჯამში, ქვეყანაში 1 938 ტონა სათამაშოს იმპორტი განხორციელდა. (2020 წლის 7 თვე - 6.8 მლნ დოლარი, 1 340.3 ტონა).

ოფიციალური სტატისტიკით, წლების განმავლობაში სათამაშოების მთავარ საიმპორტო ქვეყნად საქართველოსთვის ჩინეთი რჩება, საიდანაც საქონლის დიდი რაოდენობა შემოდის. TOP-10 ქვეყანა კი, სადაც სათამაშოებს ვყიდულობთ შემდეგია:

1. ჩინეთი - 6.3 მლნ დოლარი, 1 313.7 ტონა;
2. ჰონკონგი - 701.3 ათასი დოლარი, 121 ტონა;
3. ირანი - 526.9 ათასი დოლარი, 175.3 ტონა;
4. თურქეთი - 505.4 ათასი დოლარი, 114.6 ტონა;
5. გერმანია - 319.2 ათასი დოლარი, 22.9 ტონა;
6. ნიდერლანდები - 224.6 ათასი დოლარი, 30.8 ტონა;
7. იტალია - 179.8 ათასი დოლარი, 23.2 ტონა;
8. ჩეხეთი - 172.9 ათასი დოლარი, 4.3 ტონა;
9. ესტონეთი - 165.8 ათასი დოლარი, 6.7 ტონა;
10. უკრაინა - 158.6 ათასი დოლარი, 20.9 ტონა.

რაც შეეხება ექსპორტს, ეს მაჩვენებელი აღემატება გასული წლების იანვარ-ივლისის ექსპორტს, თუმცა მაინც მცირეა. საქართველოდან ექსპორტზე მიმდინარე წლის 7 თვეში სულ 117.6 ათასი დოლარის 9.7 ტონა სათამაშო გავიდა. ძირითად საექსპორტო ქვეყნებს შორის კი უკრაინა, სომხეთი, გერმანია, აზერბაიჯანი და ირანი არიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები