მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სატრანსპორტო დერეფნები - რა შესაძლებლობები აქვს საქართველოს?

BM.GE
27.06.22 09:42
589
კასპია-შავი ზღვის საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის პროექტი, რომლის მონაწილე მხარეები საქართველო, აზერბაიჯანი, რუმინეთი და თურქმენეთი არიან, უკვე მზადაა. ამის შესახებ აზერბაიჯან-რუმინეთის სამთავრობათაშორისი კომისიის სხდომაზე ქვეყნის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრის მოადგილე სამირ მამედოვმა განაცხადა, რასაც სააგენტ Trend ავრცელებს. 

ამჟამად პროექტი მხარეთა განსახილველად არის წარდგენილი. საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის პროექტი, კასპია-შავი ზღვა 2018 წლის 24-25 ოქტომბერს, აშხაბადში გამართულ ექსპერტთა შეხვედრაზე იქნა ინიცირებული, რომელშიც ამ ოთხი ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მარშრუტი კასპიის ზღვის გავლით თურქმენეთიდან აზერბაიჯანამდე გადის, შემდეგ კი რკინიგზით საქართველოს შავი ზღვის პორტების მიმართულებით და იქიდან რუმინეთამდე გრძელდება. პროექტის შემუშავება შავი ზღვა-კასპიის ზღვის სატრანსპორტო დერეფნის განვითარების შესახებ ბუქარესტის დეკლარაციით იქნა გათვალისწინებული, რომელსაც საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ჯერ კიდევ 2019 წლის მარტში მოაწერეს ხელი. დეკელარაციაში ხაზგასმულია ამ მარშრუტის „მნიშვნელობა დასავლეთისა და აღმოსავლეთის დამაკავშირებელ სატრანზიტო სქემაში და რომ ცენტრალურ აზიასთან ევროპის ორი ზღვით დაკავშირება არის უმოკლესი და ყველაზე ეკონომიური მარშრუტი არსებულ სატრანსპორტო ქსელებში.“



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები