მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სათხილამურო ჩემპიონატის მარკეტინგზე “ალმასთან” 800 000-ლარიანი კონტრაქტი გაფორმდება

63a9556a0aeaa
შოთა ტყეშელაშვილი
26.12.22 12:20
638
2023 წელს საქართველო თხილამურებსა და ფრისტაილში მსოფლიო ჩამეპიონატს უმასპინძლებს. ამისთვის მთის კურორტების განვითარების სააგენტომ (MTA) შესყიდვების სააგენტოს გამარტივებული შესყიდვის ნებართვის მოპოვებისთვის მიმართა.

კონტრაქტის ღირებულება 770,285 ლარს შეადგენს და ის სარეკლამო სააგენტო “ალმასთან” უნდა გაფორმდეს. აღნიშნული თანხით, საქართველოს მასშტაბით, სარეკლამო ბანერები უნდა განთავსდეს. განაცხადის თანახმად, “ალმა” ექსკლუზიური სარეკლამო მიმწოდებელი იქნება.

“2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის (სათხილამურო ფრისტაილის და სნოუბორდის) სარეკლამო კამპანიის ფარგლებში, სარეკლამო/საინფორმაციო (საიმიჯო ვიზუალის) მასალის განთავსების მომსახურება, მიმაგრებული ფაილის "რეკლამის განთავსების ადგილმდაებარეობ"-ის შესაბამისად.

შპს „ალმა“ სარგებლობს:
- ქ. თბილისში მდ. მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, გარე რეკლამის განთავსების ექსკლუზიური უფლებით 15 წლის ვადით
- ქ. ბათუმის აეროპორტში რეკლამის განთავსების ექსკლუზიური უფლებით 2027 წლის 2 თებერვლამდე
- ქ. ბათუმში ავტოტრანსფორტზე რეკლამის განთავსების ექსკლუზიური უფლებით 30 წლის ვადით
- ქ. ბათუმში არსებული ავტობუსების გაჩერებებზე რეკლამის განთავსების ექსკლუზიური უფლებით 2025 წლის 31 დეკემბრამდე
- ქ. თბილისში ციფრული ბილბორდის განთავსების ადგილის საიჯარო ხელშეკრულებით 15 წლის ვადით
- ქ. ზუგდიდში რეკლამის განთავსების ხელშეკრულებით 30 წლის ვადით
- ქ. თბილისში საქალაქო ტრანსპორტის მოსაცდელ ადგილებზე რეკლამის განთავსების უფლებით 20 წლის ვადით
- ქ. თბილისში მდ. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გარე რეკლამის განთავსების ექსკლუზიური უფლებით 15 წლის ვადით
- ქ. თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზზე რეკლამის განთავსების ადგილის იჯარით 40 წლის ვადით
- ქ. რუსთავში საზოგადოებრივი/სამგზავრო ავტობუსების გაჩერების ადგილების იჯარის ხელშეკრულები 59 წლის ვადით
- ქ. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის საკუთრებაში არსებული რეკლამის განთავსების ადგილის განკარგვის უფლებით 20 წლის ვადით
- ქ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2027 წლის 2 თებერვლამდე
- ქ. ქუთაისში საზ. ტრანსპორტის გაჩერებებზე რეკლამის განთავსების უფლებით 59 წლის ვადით,”- ნათქვამია შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები