მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საუბარი იმაზე, რომ აქციებმა გამოიწვია ვირუსის გავრცელება, პასუხისმგებლობის გადატანის მცდელობაა - ექიმი

60ffe9a8212a7
ინგა მურუსიძე
27.07.21 21:00
2024
საუბარი იმაზე, რომ აქციებმა გამოიწვია ვირუსის გავრცელება, არის პასუხისმგებლობის გადატანის მცდელობა და რამდენჯერაც არ უნდა მოხდეს ეს, პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ეკისრება , - ამის შესახებ ანესთეზიოლოგ-რეანომატოლოგმა, ანი ქავთარაძემ „საქმის კურსის“ ეთერში სტუმრობისას განაცხადა.

„თუ მათ არ შეუძლიათ პროცესის მართვა და მენეჯმენტი, ეს უნდა აღიარონ და გადააბარონ მართვა ადამიანებს, ვისაც შეუძლია მეტად ორგანიზებული მართვა სიტუაციის. ნამდვილად გადაუდებელ, ექსტრემალურ სიტუაციაში ვართ“, - განაცხადა ქავთარაძემ.

ის მიიჩნევს, რომ მიზნობრივი ჯგუფებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო უნდა იყოს, მათ შორის ექიმებისთვის, ლექტორებისთვის და მასწავლებლებისთვის.

„თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ დღეს ომში ვართ, ეს არის ბრძოლა გადარჩენისთვის, ამიტომ მიმაჩნია, რომ მიზნობრივ ჯგუფებში აუცილებლად უნდა დაიწყოს ვაქცინაციის სავალდებულოობაზე საუბარი. ხოლო პირველ ჯგუფში არის ექიმები, მასწავლებლები, ლექტორები, ვინც წარმოადგენენ რისკს არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ სხვა ადამიანებისთვის“, - აღნიშნა ქავთარაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები