მსოფლიოს უდიდესმა საიმიგრაციო საზოგადოებამ InterNations-ი, საცხოვრებლად საუკეთესო ქალაქების რეიტინგი გამოაქვეყნა. Expat City Ranking 2022-ის ანგარიში იმ 52 ქალაქს აერთიანებს, სადაც ემიგრანტები გასულ წელს ყველაზე კმაყოფილნი, ანდაც უკმაყოფილოები იყვნენ ცხოვრებისა და მუშაობის პირობებით. InterNations-მა ემიგრანტების ცხოვრების სხვადასხვა ასპექტების შესახებ ინფორმაციის მისაღებად 181 ქვეყანაში მცხოვრები 11,970 უცხოელი გამოჰკითხა და სთხოვა ქვეყნები ოთხი კატეგორიის: საცხოვრებლის, ენის, ციფრული ცხოვრებისა და ადმინისტრაციული საკითხების მიხედვით შეეფასებინა. როგორია კვლევის შედეგები და რომელი ქალაქები სახელდება ემიგრანტებისთვის საუკეთესო საცხოვრებლად?