მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს ნომინანტები ცნობილია

5df1f0b89b7d0
BM.GE
12.12.19 11:48
1481
საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს ნომინანტები ცნობილია. კომპანიების დაჯილდოების საზეიმო ცერემონია წელს პირველად გაიმართება. შერჩეული 16 ნომინანტიდან გამარჯვებულები სამ საპრიზო კატეგორიაში 17 დეკემბერს გამოვლინდებიან.

გამარჯვებული კომპანია რამდენიმე საფეხურიანი შეფასების საფუძველზე გამოვლინდა, რომელიცთავდაპირველ ფილტრაციას და შერჩეული კომპანიების დეტალურ შეფასებას მოიცავდა. ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტებისგან დაკომპლექტებული ჟიურის გადაწყვეტილებით სამსაპრიზო კატეგორიაში ნომინანტები არიან:

ფინანსური ორგანიზაციები

∙ სს „თიბისი ბანკი"
∙ სს „საქართველოს ბანკი"
∙ სს „ლიბერთი ბანკი"
∙ სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია"
∙ სს„კრისტალი“

მსხვილი არა-ფინანსური ორგანიზაციები (500-ზე მეტი თანამშრომლით)

∙ სს "სილქნეტი"
∙ სს "თელასი"
∙ შპს "თეგეტა მოტორსი“

მცირე არა-ფინანსური ორგანიზაციები (500-მდე თანამშრომლით)

∙ სს „ქართული ლუდის კომპანია“
∙ სს "ნინო"
∙ სს "ბამბის ნართი"
∙ შპს "საქართველოს სალიზინგო კომპანია"
∙ სს "თბილისის ჩაის საწონი ფაბრიკა"
∙ სს „ლისი ლეიქ დეველოპმენტი“
∙ სს "ისანი-ქართუ"
∙ შპს "მ2 კომერციული ქონებები“

„საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდო “საქართველოს საფონდო ბირჟაზე სავაჭრო სისტემაში დაშვებულ კომპანიებს შორის, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვითწარმოებული ფინანსური და მმართველობის ანგარიშგების წარმდგენ კომპანიებს გადაეცემათ.

კომპანიების დაჯილდოების საზეიმო ცერემონია ხორციელდება მსოფლიო ბანკისა და ევროკავშირისერთობლივი პროექტის ფარგლებში - ფინანსური ჩართულობისა და ანგარიშვალდებულების შესახებ, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის რეფორმების მხარდაჭერის ეროვნული ფონდის მიერ.

„საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდო“ წლიური ანგარიშგების ახალი კულტურის მხარდამჭერი პირველი ჯილდოა. საქართველოს ეკონომიკის განვითარება დიდ წილადდამოკიდებულია კერძო სექტორის უნარზე, მოიზიდოს როგორც ქვეყნის შიდა, ასევე - გარე ინვესტიციები. საქართველო მსოფლიო ბანკის გლობალურ „ბიზნესის წარმოების“ რეიტინგში მეშვიდე ადგილს იკავებს, თუმცა მისი კაპიტალის ბაზარი, საჭიროებს ზრდისა და განვითარების მეტ სტიმულს. აღნიშნული ჯილდოს მიზანია, სწორედ კაპიტალის ბაზრის განვითარების, საინვესტიციო გარემოს დასწორი ეკონომიკური გადაწყვეტილებების ხელშეწყობა, ფინანსური და მმართველობის ანგარიშგებისგაუმჯობესების გზით.

გამჭვირვალე ფინანსური და მმართველობის ინფორმაცია ბიზნესს, ბანკს, სახელმწიფოს და ინვესტორს უადვილებს სანდო პარტნიორის შერჩევას, მომხმარებელს კი აძლევს საშუალებას თვალი ადევნოსკომპანიის განვითარებას და გადაწყვიტოს შეიძინოს თუ არა მისი აქციები ბირჟაზე.

ღონისძიების პარტნიორები არიან: მსოფლიო ბანკი, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა დააუდიტის რეფორმების მხარდაჭერის ეროვნული ფონდი, საქართველოს საფონდო ბირჟა, საქართველოს ეროვნული ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, საქართველოსპარლამენტი, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, საპენსიო ფონდი, დამოუკიდებელ დირექტორთა გაერთიანება, თსუ ეკონომიკის საერთაშორისოსკოლა თბილისში და სხვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები