მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საუნივერსიტეტო კლინიკაში კრიტიკულად მძიმე 67 წლის პაციენტი კორონავირუსისგან განიკურნა

5ea14e4f33eba
ინგა მურუსიძე
23.04.20 12:36
890
საუნივერსიტეტო კლინიკაში კრიტიკულად მძიმე 67 წლის პაციენტია მოთავსებული, რომელიც კორონავირუსისგან განიკურნა, - ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულ მამაკაცს თანმდევი დაავადებები აქვს, ხოლო ლუგარის ლაბორატორიამ ორჯერადად დაადასტურა, რომ კორონავირუსი არ აქვს.

„რეანიმაციაში გვყავს 8 პაციენტი, მათგან 7 პაციენტი არის მართვით სუნთქვაზე, 1 არის 67 წლის მამაკაცი, რომელიც 20 დღის წინ შემოვიდა და მდგომარეობა კრიტიკულია. მას კოვიდ ინფექციასთან ერთად აქვს სხვა თანმდევი დაავადება. დღევანდელი დღით ლუგარის ლაბორატორიამ გვიჩვენა, რომ ის კოვიდ ინფიცირებული არ არის. მისი დამძიმების მიზეზი არის გულის უკმარისობა. ამ ეტაპზე სახეზეა მძიმე სეფსისი, სეპტიური შოკი, ფილტვის მწვავე დაზიანების სინდრომი, უტარდება ყველანაირი უკმარისობა და ვნახოთ რა შედეგს მივიღებთ. კიდევ სამი პაციენტი რჩება მძიმე, თუმცა ლეტალური შედეგები სტაბილურია. ჩვენ გვყავს 3 მოზარდი, მათი მდგომარეობა სტაბილურია და დღეს ვგზავნით პირველად PCR კვლევაზე ანალიზებს. გუშინ ჩვენი კლინიკიდან გაეწერა ჩვენი მედპერსონალი“, - განაცხადა რატიანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები