მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საუნივერსიტეტო კლინიკის მედპერსონალის ტესტირების შედეგები ცნობილია

5e8d85a7a2a04
ინგა მურუსიძე
08.04.20 12:00
1914

გუშინ მედპერსონალის მასობრივი ტესტირება გავაკეთეთ და არც ერთს ვირუსი არ დაუდასტურდა, - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.

„ამ ეტაპზე კლინიკაში გვყავს 51 ინფიცირებული პაციენტი. ასევე გეტყვით, რომ კლინიკაში გუშინ მასიურად ჩატარდა მედპერსონალის გამოკვლევა PCR-მეთოდით და საბედნიეროდ, არც ერთ ჩვენს თანამშრომელს ინფექცია არ დაუდასტურდა“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

 

რაც შეეხება პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობას, რატიანის თქმით, დღეს ორი პაციენტი გაეწერება, ხოლო ორსულის ტესტზე პასუხი საღამოს იქნება.

„დღეს ჩვენი კლინიკიდან ვირუსის გარეშე ეწერება ორი პაციენტი. ასევე პაციენტები, რომლებიც ჩვენს კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში არიან მოთავსებული, მათი მდგომარეობა დინამიკაში კარგია. 42 წლის პაციენტი, რომელიც ჩვენს კლინიკაში იყო ყველაზე ახალგაზრდა და მძიმე, მეტ-ნაკლებად დასტაბილურდა. რაც შეეხება ორსულებს, ერთ მათგანთან გავიდა 14 დღე, ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილია ტესტი და დღის მეორე ნახევარში გვექნება პასუხი. მეორე ორსულის და მისი ნაყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი“, - განაცხადა რატიანმა. 

მისივე თქმით, 51 ინფიცირებულიდან 27-ს პნევმონია აღენიშნება, თუმცა ყველას მდგომარეობა სტაბილურია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები