მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სავაჭრო ცენტრი „საბა“ ხვალიდან მუშაობას განაახლებს

5fe3489773e3b
ვიქტორია მღებრიშვილი
23.12.20 18:02
1859
სავაჭრო ცენტრი "საბა“ ხვალიდან მუშაობას განაახლებს. ამის შესახებ BM.GE-ის ცენტრის დირექტორმა განუცხადა; არადა გუშინ BM.GE-ისთან საუბრისას პაატა კაჭარავას ეგონა, რომ მოლების გახსნის გადაწყვეტილება მათზე არ ვრცელდებოდა. რის გამოც სავაჭრო ცენტრის ხელმძღვანელს მთავრობასთან კითხვები ჰქონდა. კერძოდ, მისთვის გაურკვეველი იყო, რატომ იხსნებოდნენ მოლები და რატომ არ ვრცელდებოდა მთავრობის მიერ 24 დეკემბრიდან დაწესებული შეზღუდვის შემსუბუქება მათზეც. 

"სავაჭრო ცენტრის ან მოლის სტატუსი საგადასახადო კოდექსის მიხედვით არ არსებობს. 26-ე მუხლში გაწერილია ბაზრობის სტატუსი - თუ ბიზნესსუბიექტი ფართს 10-ზე მეტ სუბიექტზე აქირავებს, მაშინ მას ბაზრობის სტატუსი ენიჭება. შესაბამისად, ბაზრობის სტატუსის ქვეშ ვართ როგორც ჩვენ, ასევე - მოლებიც“, - განმარტავდა პაატა კაჭარავა.

დღეს კი „საბას“ დირექტორის თქმით, სწორედ საგადასახადო კოდექსის ამ განმარტების გამო, მათ ხვალიდან ვაჭრობის უფლება მიეცათ.

„გუშინ გქონდა კომუნიკაცია ყველა შესაძლო უწყებასთან - შემოსავლების სამსახურთან, შრომის ინსპექციასთან და მათგან მოვისმინეთ, რომ 24 დეკემბრიდან ჩვენ სხვა მოლების მსგავსად შეგვეძლო განგვეახლებინა მუშაობა, თუმცა ეკონომიკის მინისტრობის შემსრულებლისგან მედიასაშუალებით გავრცელებულმა ინფორმაციამ დაგვაბნია და ამ წუთამდე არ ვიცოდით რომ შეზღუდვების შემსუბუქება „საბაზეც“ გავრცელდებოდა. შრომის ინსპექციაში, ბიზნესომბუდსმენის აპარატში, სამთავრობო ცხელ ხაზზე და საგადასახადო ინსპექციაში გვითხრეს, რომ ოპერირების განახლება არ ეწინააღმდეგება კანონს. შესაბამისად,ხვალიდან ვირუსის გავრცელების რეკომენდაციების სრული დაცვით გავიხსნებით“, - განაცხადა პაატა კაჭარავამ.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით, დიდ ქალაქებში, თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში სავაჭრო ცენტრები გაიხსნება, თუმცა გარკვეული შეზღუდვებით. რაც შეეება ბაზრობებს, ამ დროის მონაცემებით, მთავრობა ბაზრობებს გახსნის უფლებას არ აძლევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები