მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სავაჭრო ობიექტებში შესვლას აღარ ვცდილობთ" - წვენების მწარმოებელი ადგილობრივი ბაზრის გამოწვევებზე

630ca3f045919
მარიამ იზორია
30.08.22 10:00
2198
ნატურალური წვენების მწარმოებელი კომპანია „ხილარი“ bm.ge-სთან აღნიშნავს, რომ ქართული პროდუქტის ქსელებში შეტანის პრობლემა კვლავ დგას და ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობისთვის არაფერი კეთდება. თაზო კაკუშაძის თქმით, „ხილარის“ წვენებზე მოთხოვნა სხვა ქვეყნებიდან უფრო არის, ვიდრე ადგილობრივი ბაზრიდან.

„ხილარის“ დირექტორი იმასაც ამბობს, რომ კომპანიის შემოსავლების 80% ექსპორტს უჭირავს.

„ობიექტებში შესვლას აღარც ვცდილობთ, რადგან კაბალური პირობებია. პრობლემა დგას და ამას ერთეული კომპანიები ვერ გადაჭრიან. ადგილობრივ წარმოებას ხელშეწყობა არ აქვს. ახალი ბაზრები შექმნილი დეფიციტის გამო გვემატება, კონკრეტულად, ის პროდუქტები, რაც ადრე კონკრეტულ ქვეყნებში რუსეთიდან შედიოდა, ახლა ვეღარ შედის. ამიტომ გაჩნდა შანსი, რომ ეს ქვეყნები ჩვენს პროდუქციაზე გადმოვიდნენ. ანუ, მოთხოვნა სხვა ქვეყნებიდან უფრო ჩნდება, ვიდრე ადგილობრივი ბაზრიდან. საქართველოში ვერ ხვდებიან, რამდენად მნიშვნელოვანია ადგილობრივი წარმოების განვითარება და იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება.

რაც შეეხება კომპანიის ექსპორტს, ჩვენს შემოსავლებში 80% სწორედ ექსპორტის წილია. წარმოების 70%-ს საზღვრებს გარეთ, 30%-ს კი საქართველოში ვყიდით“, - ამბობს „ხილარის“ დირექტორი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები