მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სავალუტო ჯიხურები 8 ივნისიდან გაიხსნება - ასოციაცია

5ed607d8e4a01
ვიქტორია მღებრიშვილი
02.06.20 12:12
1655
სავალუტო ჯიხურების ასოციაციის ხელმძღვანელის ვახტანგ გრიგალაშვილის განცხადებით, სავალუტო ჯიხურები 8 ივნისიდან გაიხსნება. 

"როგორც გუშინ ეროვნული ბანკისგან შევიტყვეთ, სავალუტო ჯიხურები 8 ივნისს გაიხსნება. რეგულაციების კუთხით უნდა ვივარაუდოთ, რომ დავემორჩილებით იმ წესებს, რომელიც საფინანსო სექტორთან მიმართებაში მოქმედებს", - განუცხადა  BM.GE-ის სავალუტო ჯიხურების ასოციაციის ხელმძღვანელმა. 

კითხვაზე - ეკონომიკის დაჩქარებული გახსნის გათვალისწინებით, რატომ არ ამოქმედდა აქამდე სავალუტო ჯიხურები, ვახტანგ გრიგალაშვილი ამბობს, რომ ამაზე პასუხი არც თავად აქვს.

„ამ კითხვას ვსვამთ ყველა შეხვედრაზე ეროვნულ ბანკთან, მთავრობასთან, მაგრამ პასუხი არ აქვთ. ზუსტად ეს არის ბიზენესისთვის ცუდი, გაურკვევლობაში ვართ. ზოგადად კი ამბობენ, რომ წვრილი და საშუალო ბიზნესი პრიორიტეტულია, მაგრამ ეს სიტყვები დარჩა სიტყვებად. ფაქტია, რომ დაბალბიუჯეტიანი კომპანიები - ჩვენი სახით არ მუშაობს, ბანკები და მისოები მუშაობენ ანუ რა მოხდა? - დავჩაგრეთ დაბალბიუჯეტიანი კომპანიები და წავახალისეთ შედარებით მაღალბიუჯეტიანები?! მე არ ვამბობ, რომ მათ არ აქვთ პრობლემა, მაგრამ მაღალბიუჯეტიან კომპანიას უფრო შეუძლია შოკების გადატანა... პლიუს ამას, ვიჩაგრებით წვრილი კომპანიები, როგორც მინიმუმ მძაფრად გვაწუხებს უსამართლობის გრძნობა. ადამიანი მაშინ გრძნობს ქვეყანაში კარგად თავს, როდესაც სახელმწიფო მას გვერდში უდგას იმ შრომაში, რასაც ბიზნესი აკეთებს. დასტრესილი ბიზნესი არ მუშაობს“, - განაცხადა ვახტანგ გრიგალაშვილმა.

BM.GE-ს კითხვას - აღმოუჩენს თუ არა სახელმწიფო რაიმე სახით მხარდაჭერას სავალუტო ჯიხურებს, ასოციაციის ხელმძთვანელმა მოკლედ უპასუხა: „არანაირს“!

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები