მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საწვავის ბაზრის 6 თვის მონიტორინგის შედეგებს 20 ივლისამდე წარმოვადგენთ - ლექვინაძე

62c58fa94924d
ლიკა მეგუთნიშვილი
06.07.22 17:44
1441
„საწვავის ბაზრის 6-თვიანი მონიტორინგის შედეგს კონკურენციის სააგენტო 20 ივლისამდე წარადგენს“, - ამის შესახებ BM.GE-სთან კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ანგარიშში საწვავის ფასწარმოქმნაზე მოქმედი ფაქტორებია შესწავლილი და ასევე, წარმოდგენილი იქნება სააგენტოს მიერ გაცემული რეკომენდაციები.

ირაკლი ლექვინაძის შეფასებით, ამ დროის მონაცემებით, საერთაშორისო ბაზარზე საწვავზე მაღალი ფასია შენარჩუნებული, თუმცა ლარის კურსის გამყარებამ ადგილობრივ კომპანიებს ფასების შენარჩუნების შესაძლებლობა მისცა.

„სამწუხაროდ, ბაზარზე, ჯერჯერობით, კვლავ მაღალი ფასი ფიქსირდება, თუმცა დადებითი ფაქტორი არის ის, რომ ადგილობრივი ვალუტის კურსის გამყარებამ კომპანიებს საშუალება მისცა, არსებული ფასი შეენარჩუნებინათ. ამასთანავე, გაზრდილია წვდომა იაფ წყაროებზე, საიდანაც ქვეყანაში სხვადასხვა ტიპის საწვავის შემოდინება ხდება. ადგილობრივ ბაზარზე საწვავის არსებულ ფასებს სწორედ ეს ფაქტორები განაპირობებს“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ადგილობრივ ბაზარზე საწვავის მაღალი ფასების გამო, მაისის დასაწყისში კონკურენციის სააგენტოს საწვავის ადგილობრივ ბაზარზე არსებული ვითარების დაკვირვება და 15 მაისამდე მთავრობისთვის ანგარიშის წარდგენის დაავალა. თავის მხრივ, კონკურენციის სააგენტომ ბაზრის ოთხი თვის ანალიზი წარადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები