საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ფასიან ქაღალდებზე მოთხოვნა 46 მილიონი ლარი იყო.
"აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 46 066 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.380 პროცენტით, მაქსიმალური 8.510 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.459 პროცენტით განისაზღვრა," - ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
საქართველოს მთავრობა სახაზინო ვალდებულებებისა და სახაზინო ობლიგაციების გამოშვებით ადგილობრივი ეკონომიკიდან შიდა ვალს იღებს. ამ ფინანსურ რესურსს სახელმწიფოსგან კომერციული ბანკები ყიდულობენ. სებ-ის მიერ რეფინანსირების განაკვეთის გაზრდასთან ერთად, სახელმწიფოს შიდა ვალის აღებაც გაუძვირდა.