მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სახელმწიფო კოლეჯებში ინვესტირებისგან თავის შეკავება ჯობს“ - ელგუჯა მელაძე

63bef5126db89
თინათინ ნატმელაძე
11.01.23 21:27
618
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტის, ელგუჯა მელაძის მოსაზრებით, კერძო კოლეჯების და პროგრამების შექმნა უფრო ეფექტური იქნება, ვიდრე სახელმწიფო კოლეჯებში ინვესტიციის ჩადება.

მან გადაცემა „საქმიანი დილაში" განაცხადა, რომ სახელმწიფო კოლეჯებში არსებული ტექნოლოგიები კერძო სექტორს კონკურენციას ვერ უწევს.

„ბევრი დონორი არსებობს, მათ შორის USAID, რომელიც სხვადასხვა მრავალფეროვანი პროგრამებით ახალი საწარმოების შექმნას და მათ ფუნქციონირებას მხარს უჭერს, მაგრამ ჩემი აზრით, ანალოგიური პროგრამა მათთვის კადრების მიწოდების თვალსაზრისითაც უნდა განახორციელოს, თუმცა სამწუხაროდ, ასეთი ფაქტი არ გვაქვს. ბევრი დონორი მუშაობს სახელმწიფო სტრუქტურებთან. გვაქვს სახელმწიფო და კერძო კოლეჯები და ძალიან ბევრი ინვესტიცია სახელმწიფო კოლეჯების განვითარებაში მიდის, მაგრამ მათი მოქნილობა მაინც არ არის დამაკმაყოფილებელი იმისთვის, რომ შრომის ბაზარზე არსებული დისბალანსი შემცირდეს.

სახელმწიფო კოლეჯებში არსებული ტექნოლოგიები კერძო სექტორს კონკურენციას ვერ უწევს. კერძო სექტორი ყოველთვის უფრო მონდომებული და ინოვაციურია, აქედან გამომდინარე სახელმწიფო კოლეჯებში ინვესტიციის განხორციელებისგან თავის შეკავება აჯობებს, ეს თანხები კერძო სექტორში სამუშაო ძალის მობილიზებისთვის უნდა ჩაიდოს,“ - განაცხადა ელგუჯა მელაძემ.

„საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ახალი პროგრამის დაწყება სურთ, რომელიც უნარების განვითარების სააგენტოს მსგავსი მოდელი იქნება.

„ბოლო პერიოდში USAID-მა ძალიან კარგი პროგრამა დაიწყო, რომელმაც უნარების განვითარების სააგენტო შექმნა, ეს არის ის მოდელი, როდესაც კერძო სექტორი პროცესში სრულუფლებიანადაა ჩართული. ასევე, ჩვენ ვცდილობთ, დავიწყოთ უნარების შეფასების პროგრამა და საწარმოთაშორისი ცენტრი, რომელიც უნარების განვითარების სააგენტოს მსგავსი მოდელი იქნება და კერძო სექტორისა და პროფესიული განათლების კოლეჯების ინტერესების გადაკვეთას მოახერხებს,“ - განმარტავს ელგუჯა მელაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები