"დღესდღეობით მიწის მასივებზე ხელმისაწვდომობა შეზღუდულია", – ამის შესახებ BM.GE–ს კომპანია "თბილღვინოს" დამფუძნებელმა გიორგი მარგველაშვილმა განუცხადა.
მისი განმარტებით, ღვინის ინდუსტრიის მეტად განვითარებისთვის მიწის ახალ ფართობებზე წვდომაა საჭირო.
"ვენახისთვის საჭიროა მიწის მასივები, შესაბამისად, ერთ-ერთ ხელშემწყობ ნაბიჯად სახელმწიფოსგან ვხედავთ იმას, რომ დაიწყოს იმ სასოფლო-სამეურნეო მიწების აქტიური პრივატიზაცია, რომელიც დღეისათვის სახელმწიფოს მფლობელობაშია.
ამაზე ყურადღებას იმიტომ ვამახვილებ, რომ დღესდღეობით მიწის მასივებზე ხელმისაწვდომობა შეზღუდულია. ჩვენ შეგვიძლია მეორად ბაზარზე - კერძო მფლობელებისგან ვიყიდოთ მიწა, მაგრამ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებობს სასოფლო-სამეურნეო მიწები, რომელთა პრივატიზების პროცესის დაჩქარება და ეფექტურობა შესაძლებელია, რომ მეტად ხელმისაწვდომი გახდეს მიწები მეწარმეებისთვის", – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.