მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფომ ფიზიკური პირების 6 მიწის ნაკვეთი, კომპენსაციის გარეშე, საკუთრებაში მიიღო - აუდიტი

631c95b262819
ალა ისპირიანი
11.09.22 21:22
1255
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა „შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართის პროექტის ( SRAMP) 2021 წლის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში გამოაქვეყნა. აღნიშნულიდან ირკვევა, რომ სახელმწიფომ ფიზიკური პირების 6 მიწის ნაკვეთი, კომპენსაციის გადახდის გარეშე, საკუთრებაში მიიღო.

ანგარიშში აღნიშნულის მიზეზად წერია, რომ ამ მიწის ნაკვეთების დარეგისტრირება ფიზიკურმა პირებმა ვერ შეძლეს.

„შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვის პროექტი (SRAMP) ხიდისთავი-ატენი-ბოშურის გზის მონაკვეთის (12.4 კმ-დან 22.5 კმ-მდე) რეაბილიტაციას ითვალისწინებს. გზის კონკრეტული მონაკვეთის გაფართოებისთვის საჭირო იყო მიმდებარე სოფლებისთვის განსახლების სამოქმედო გეგმის მომზადება. განსახლების სამოქმედო გეგმა მომზადდა 2018 წლის ივლისში და 2018 წლის 14 სექტემბერს შეთანხმდა მსოფლიო ბანკთან და ითვალისწინებდა 40 მიწის ნაკვეთის ნაწილობრივ შეძენას.

განსახლების სამოქმედო გეგმის განხორციელებისას გაირკვა, რომ რუკაზე მიწების საკადასტრო მონაცემები საჯარო რეესტრში არასწორად იყო დარეგისტრირებული. მიწის მესაკუთრეებს გზების დეპარტამენტთან კოორდინაციით მოუწიათ მათი ხელახალი რეგისტრაცია.

მთლიანობაში, 2018 და 2019 წლებში შეძენილ იქნა, შესაბამისად, 8 და 5 მიწის ნაკვეთი. გადახდილმა კომპენსაციამ 2018 წლის 31 დეკემბრისთვის შეადგინა 16,004 ლარი, ხოლო 2019 წლის 31 დეკემბრისთვის − 21,532 ლარი. აუდიტის ჯგუფმა განიხილა კომპენსაციის გადახდასთან დაკავშირებული ყველა ძირითადი დოკუმენტი. საჯარო რეესტრის მონაცემებით, 13 მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება სათანადო წესით გადაეცა გზების დეპარტამენტს.

საკომპენსაციო თანხები გადახდილია სახელმწიფო ბიუჯეტიდან. სახელმწიფომ საკუთრებაში ასევე მიიღო 6 მიწის ნაკვეთი ყოველგვარი კომპენსაციის გადახდის გარეშე, რადგან ფიზიკურმა პირებმა ვერ შეძლეს აღნიშნული მიწების დარეგისტრირება. დარჩენილ 21 მიწის ნაკვეთზე კონკრეტული აქტივობების განხორციელების აუცილებლობა აღარ იყო.

გზების დეპარტამენტში სულ შემოვიდა 3 საჩივარი. აქ დასმული საკითხები მოლაპარაკებების შედეგად სრულად არის გადაწყვეტილი. 2021 წელს აქტივობები არ განხორციელებულა“, - წერია ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები