მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახლი, როგორც სრულყოფილება - „კრწანისი გრანდეს“ მშენებარე პროექტის დეტალები

638f4780bba62
ალა ისპირიანი
06.12.22 10:20
754
პროექტი „კრწანისი გრანდე“ - ეს არის სახლი, როგორც სრულყოფილება. პრემიალური საცხოვრებელი კომპლექსი თბილისის ცენტრში, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში. პროექტი ისე შემუშავდა, რომ ყველა ბინა ტერასული ტიპისაა, საიდანაც პანორამული ხედები თბილისზე, პარკზე და მთის რეკრეაციულ ნაწილზე იშლება. ხარისხი გარანტიაა, რომელსაც "კრწანისი გრანდეს" მაცხოვრებლები მიიღებენ.

„კრწანისი გრანდეს“ პროექტის ხელმძღვანელის, კახა ლომაძეს თქმით, მშენებლობის ხარისხი, უსაფრთხოება, სიმყუდროვე და შიდა დიზაინის თვალსაზრისით მოქნილობა ის ძირითადი უპირატესობებია, რის გამოც „კრწანისი გრანდეს“ საცხოვრებელზე არჩევანი უნდა გაკეთდეს.

„ჩვენი კომპლექსი კრწანისის ისტორიულ უბანშია და საერთო ფართობი 22 000 კვადრატია, რომელზეც ჯერ მხოლოდ ორი ბლოკია დასრულებული. 20 000 სამშენებლო ფართი აშენებულია და ახლა ვიწყებთ 17 000 კვადრატულ სამშენებლო ფართს. პროექტი ითვალისწინებს სპორტულ-გამაჯანსაღებელ სპა ცენტრს და ბასეინს. ტერიტორია მთლიანად 24/7-ზე იქნება დაცული, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპლექსში ვერავინ შემოვა თუ მაცხოვრებელი თვითონ არ გააკეთებს სპეციალურ დაშვებას. ასევე ეკოლოგიურად კარგი ადგილია და სპეციალური კვლევა გვაქვს ჩატარებული, რომ აქ უკეთესი ხარისხის ჰაერია.

რაც შეეხება მშენებლობის ხარისხს, ყველა კომპონენტი, უპირატესად ევროპული ხარისხის მასალებითაა. რაც შეეხება თბოიზოლაციას, უსაფრთხოებას, სიმყარეს და შიდა დიზაინის თვალსაზრისით მოქნილობას, ეს ყველა კომპონენტი ამ კომპლექსში გათვალისწინებულია“, - ამბობს კახა ლომაძე.

„კრწანისი გრანდეს“ A და B საცხოვრებელი ბლოკის მშენებლობა უკვე დასრულებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ შესახლების პროცესია დაწყებული. „კრწანისი გრანდეს“ გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მარიამ ასათიანის თქმით, ამ ეტაპზე C საცხოვრებელი ბლოკის მოსამზადებელი სამუშაოები აქტიურ ფაზაშია და მომხმარებლებს ჯერ კიდევ საშუალება აქვთ არჩეული ბინის პროექტირება მოახდინოს.

„კრწანისი გრანდეს" ტერიტორიაზე შიდა სარეკრეაციო ტერიტორიას 10 000 კვადრატული მეტრი ეთმობა, რომელიც აღჭურვილი იქნება სხვა და სხვა გასართობი, მოსასვენებელი სივრცეებით, ველობილიკებით და ა.შ. ასევე კომპლექსის ტერიტორიაზე იქნება ბანკი, აფთიაქი და ყველა საჭირო სერვისი იმისთვის, რომ ჩვენს მობინადრეებს და მომავალ მობინადრეებს ცხოვრებისთვის, დასვენებისთვის და სამუშაოდ მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ. A და B ბლოკის მშენებლობა უკვე დასრულებულია. ჩვენმა მობინადრეებმა სარემონტო სამუშაოები დაიწყეს და უკვე ემზადებიან საცხოვრებლად გადმოსასვლელად. ახლა რამდენიმე საოჯახო ტიპის ბინა გვაქვს დარჩენილი. რაც შეეხება C ბლოკს, მისი მშენებლობა ახლახან დაიწყო და გაყიდვების ეტაპიც დაწყებულია. C ბლოკის შემთხვევაში მომხმარებელს საშუალება აქვს არჩეული ბინის პროექტირება მოახდინონ. ასევე მათ შიდა უპროცენტო განვადების სახით, მოქნილ გადახდის პირობებს მშენებლობის დასრულებამდე ვთავაზობთ“, - განაცხადა მან.

მისივე თქმით, „კრწანისი გრანდეს“ ტერიტორიის გარშემო ათამდე დიპლომატიური წარმომადგენლობა და საელჩოა განთავსებული, რაც ლოკაციას ინვესტიციის თვალსაზრისითაც მიმზიდველს ხდის.

შეგახსენებთ, რომ კომპანია, გრანდე ჯგუფი ქართულ სამშენებლო ბაზარზე უკვე მრავალი წელია რაც წარმატებით ოპერირებს. კომპანიის მიერ განხორციელებული პროექტებიდან გამორჩეულია სასტუმრო "როიალ ინნი“ თბილისში, სასტუმრო "ბაკურიანი ინნ“ - ბაკურიანში და “გუდაური ინნ” - გუდაურში. კომპანია თავად აწარმოებს ყველა ტიპის სამშენებლო და სარემონტო სამუშაოებს და თვითონვე მართავს აღნიშნულ სასტუმროებს. კომპანიის მიერ განხორციელებულ პროექტებს განეკუთვნება ვაშლიჯვარში საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა - "პანორამა რენესანსი.“ დღეისათვის მიმდინარე მშენებარე პროექტს კი "კრწანისი გრანდე" წარმოადგენს.

კომპანიის საკონტაქტო ინფორმაცია: grandegroup.ge; ტელ: 595 909 999.

R

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები