მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საზღვაო პორტი ინფრასტრუქტურაზე მეტია, ფოთის ახალი ტერმინალი უფრო დიდი ამბიციის ნაწილია“ - კელი დეგნანი

61f51edfa1060
ვიქტორია მღებრიშვილი
29.01.22 15:00
1204
„საზღვაო პორტი ინფრასტრუქტურაზე მეტია, ეს ტერმინალი უფრო დიდი ამბიციის ნაწილია“ ამის შესახებ აშშ–ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ფოთის ახალი ნავსადგურის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი შეფასებით, ფოთის ახალი ნავსადგური, რომელიც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების ფინანსური კორპორაციის თანადაფინანსებით აშენდა, გლობალური მიწოდების ჯაჭვში საქართველოს გააქტიურებას განაპირობებს და როგორც ქვეყანას ასევე რეგიონს დიდ სარგებელს მოუტანს.

„მიხარია, რომ აშშ საერთაშორისო განვითარების ფინანსურ კორპორაციასთან ერთად მნიშნელოვან როლს თამაშობდა პროექტის მშენებლობა-განვითარებაში. ისინი ვირტუალურად გვერთვებიან. 50 მლნ დოლარიანი ინვესტიცია ერთი პროექტის დაფინანსების კუთხით უმსხვილესი პროექტია, ეს ცხადყოფს რამდენად დიდი ვალდებულება იკისრა აშშ-მა საქართველოს კეთილდღეობის და ქართველი ხალხის წინაშე. მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტები დიდ ეკონომიკურ განვითარებას განაპირობებენ. ეს პორტი ახალ სამუშაო ადგილებს და საოპერაციო და მართვის მიმართულებით ახალ შესაძლებლობებს ქმნის. ეს ახალი უნარების შემქმნელი ინფრასტრუქტურაა, რომელიც მთელ რეგიონს მოუტანს სარგებელს. საბოლოო ჯამში ფოთის ტერიტორიაზე დამხმარე მიმართულებებით სხვა სამუშაო ადგილების შექმნასაც შეუწყობს ხელს.

საზღვაო პორტი ინფრასტრუქტურაზე მეტია, ეს ტერმინალი უფრო დიდი ამბიციის ნაწილია - საქართველო აღმოსავლეთ და დასავლეთს დააკავშირებს და ხელს შეუწყობს ვაჭრობას. გლობალური მიწოდების ჯაჭვის ფარგლებში, განსაკუთრებით პანდემიის პირობებში კარგად ვაანალიზებთ იმას საიდან მოვდივართ და როგორ ვუკავშირდებით სამყაროს. ეს პროექტი შესაძლებლობას მისცემს საქართველოს, რომ მხარეებს ტვირთები ძალიან სწრაფად მიაწოდოს და დააკავშიროს ისინი. საქართველოში ამ ინვესტიციით ჩვენ ამ პორტის სახით ახალ სანდო პარტნიორს ვხვდებით და ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს პოტენციალის განვითარების საკითხში რეგიონული დაკავშირების კუთხით როდესაც მსოფლიო და სამხრეთ კავკასიის რეგიონი მიწოდების ჯაჭვში ალტერნატიულ გზებს ეძებს. ამასთან, საზღვაო პორტი კეთილდღეობის და უსაფრთხოების ელემენტია. ეს ჩვენი ვალდებულაბაა, რომ საქართველოს როგორც სტრატეგიულ პარტნიორს დავეხმაროთ პორტის ინფრასტრუქტურის განვითარებაში. ჩვენ პატივს ვცემ თავისუფლებას, ნავიგაციას, საზღვაო გზებზე წვდომას და ეროვნულ უსაფრთხოებას. ფოთის პორტი ფიზიკური ინფრასტრუქტურის ნაწილია, რომელიც საქართველოს ევროპასთან ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის აკავშირებს. ველი, რომ ვაჭრობა და ტვირთბრუნვა გაიზრდება და ეს ტერმინალი დიდ სარგებელს მოუტანს საქართველოს“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

შეგახსენებთ, ფოთის ახალი ნავსადგურის მშენებლობა „პეის ჯგუფისა“ და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების ფინანსური კორპორაციის (DFC) ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა.

ახალი ნავსადგური საქართველოს საზღვაო სექტორში მიმდინარე პროექტებს შორის აქამდე რეალიზებული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია და მისი ღირებულება 120 მილიონ დოლარს აღწევს. ამასთან, საერთაშორისო განვითარების ფინანსურმა კორპორაციამ (DFC) ნავსადგურის მშენებლობის პროექტი 50 მილიონი აშშ დოლარით დააფინანსა, რაც ამ ორგანიზაციის მიერ რეგიონში ერთ პროექტზე გამოყოფილი ყველაზე დიდი ინვესტიციაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები