მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საზღვაო ხაზი CMA CGM საქართველოსთან რეგულარულ საკონტეინერო მიმოსვლას იწყებს

63d926602c2b8
ნინო ტაბატაძე
31.01.23 19:00
1176
საქართველოს, თურქეთისა და საბერძნეთს შორის რეგულარული საზღვაო, საკონტეინერო გადაზიდვები იწყება.

საზღვაო ხაზის - CMA CGM-ის, ახალი სერვისის პირველი გემი ფოთის პორტში უკვე შემოვიდა. APM Terminals Poti-ს ინფორმაციით, საკონტეინერო გემი M/V Maren რეგულარულად იმოძრავებს საბერძნეთის პორტ პირეუსის, თურქეთის პორტ ამბარლის და ფოთის პორტებს შორის.

"გაზრდილი ტვირთბრუნვის ფონზე, სადაც ცენტრალური აზიიდან წამოსული ტვირთების წილი განსაკუთრებით დიდია, ჩვენ მოხარულები ვართ, მივიღოთ CMA CGM-ის ახალი Caucasus Georgia Express სერვისი და დამატებითი წვლილი შევიტანოთ რეგიონული ბაზრის მდგრად განვითარებაში”- აცხადებს „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ კომერციული დირექტორი იენ როლინსონი.

1118 TEU ტევადობის გემი ფოთის ნავსადგურში დაახლოებით ათ დღეში ერთხელ შემოვა.

CMA CGM S.A. მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ფრანგული საკონტეინერო/ საზღვაო კომპანიაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები