მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Schirnhofer-ი თანამშრომლებსა და მათ შვილებს Digital Institute-ში სწავლას დაუფინანსებს

61780dc94701c
ვიქტორია მღებრიშვილი
26.10.21 18:21
1115
სუპერმარკეტების ქსელი „შირნჰოფერი“ თანამშრომლებსა და მათ შვილებს Digital Institute -ში სწავლას სრულად დაუფინანსებს.

„თანამშრომლებზე ზრუნვა კომპანიის პრიორიტეტია და „შირნჰოფერში“ კარიერული წინსვლის შესაძლებლობის გარდა, გადავწყვიტეთ, ჩვენს თანამშრომლებსა და მათ შვილებს ახალი შესაძლებლობებისკენ გზა გავუხსნათ, რათა მომავლის პროფესიებს დაეუფლონ და Digital Institute-ის კურსები გამორჩეულად საინტერესო ლექტორებთან გაიარონ“, - აცხადებენ „შირნჰოფერში“.

ცნობისთვის, Digital Institute სტუდენტების მიმართ განსაკუთრებული მიდგომით გამოირჩევა და ძირითადი აქცენტი სიღრმისეულ პრაქტიკულ სწავლებაზე კეთდება, რაც სტუდენტებს კურსის დასრულებისთანავე დასაქმების შესაძლებლობას აძლევს.

®

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები