მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-ი იპოთეკით დაცული ობლიგაციების მარეგულირებელი წესის პროექტს აქვეყნებს

63f4cdbaab401
BM.GE
21.02.23 18:05
879
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საჯარო განხილვისთვის იპოთეკით დაცული ობლიგაციების მარეგულირებელი წესი გამოაქვეყნა. იპოთეკით უზრუნველყოფილი ობლიგაციების შექმნა პარლამენტის მიერ 2022 წლის დეკემბერში შესაბამისი კანონის შედეგად გახდა შესაძლებელი.

ეროვნულმა ბანკმა სწორედ ამ კანონის ქვემდებარე აქტის პროექტი გამოაქვეყნა, რომელიც ამ ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელ ჩარჩოს ადგენს. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დაინტერესებულ პირებს მასზე საკუთარი შენიშვნების წარდგენა 6 მარტამდე შეეძლებათ.

“იპოთეკით დაცული ობლიგაციების მარეგულირებელი წესი (შემდგომში - წესი) განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში - ეროვნული ბანკი) მიერ კომერციული ბანკებისათვის იპოთეკით დაცული ობლიგაციების (შემდგომში - იპოთეკური ობლიგაციები) გამოსაშვებად ავტორიზაციის მინიჭების, იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის განსახორციელებლად თანხმობის გაცემისა და იპოთეკური ობლიგაციების ემიტენტის/რეფინანსირების ბანკის მოვალის რეგულირების საკითხებს. იპოთეკური ობლიგაციების გამოსაშვებად ავტორიზაციის მიღების მიზნით კომერციული ბანკი ეროვნულ ბანკს წარუდგენს განცხადებას და ინფორმაციას/დოკუმენტებს ამ წესის დანართი N1-ით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად. ავტორიზაციის თაობაზე განცხადებასთან ერთად ეროვნულ ბანკს აგრეთვე წარედგინება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული განცხადება და ინფორმაცია/დოკუმენტები იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის განსახორციელებლად თანხმობის მოსაპოვებლად,”- ნათქვამია დოკუმენტში.

იპოთეკური ობლიგაციების კანონის მიღების შემდეგ, კომერციულ ბანკებს მათში არსებული 9.9-მილიარდიანი იპოთეკური სესხების პორტფელის უზრუნველყოფაში ჩადება და აღნიშნულის საფუძველზე ახალი ფასიანი ქაღალდების გამოშვება შეეძლებათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები