მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-ი მიზანს უახლოვდება: სესხების ლარიზაციამ საკრედიტო პორტფელის 48.4%-ს მიაღწია

619fae16dd563
შოთა ტყეშელაშვილი
25.11.21 20:00
782
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2021 წლის ოქტომბრის ფინანსური მაჩვენებლები შეაჯამა. ანგარიშის მიხედვით, გასული თვის განმავლობაში საქართველოს საბანკო სისტემაში არსებული სესხების მოცულობა 690 მილიონი ლარით გაიზარდა და მან 41.7 მილიარდ ლარს მიაღწია.

ზრდის ნახევარზე მეტი ეროვნული ვალუტის სესხებზე მოდიოდა, რადგანაც ლარის საკრედიტო პორტფელი 368 მილიონი ლარით გაიზარდა და 20.19 მილიარდი გახდა. სავალუტო სესხებმა კი 323 მილიონი ლარით იმატა ($103 მილიონით) და 21.51 მილიარდ ლარს მიაღწია.

ამასთანავე, ანგარიშის მიხედვით, საბანკო სესხების ლარიზაციის კოეფიციენტი მზარდია და მან 2021 წლის ოქტომბერში 48.41%-ს მიაღწია, რაც ლარიზაციის მაქსიმალური მაჩვენებელია. შედარებისთვის წინა წლის ანალოგიურ პერიოდში სესხების ლარიზაციის კოეფიციენტი 43.9% იყო. ეს კი წლიურ ჭრილში 4.5 პროცენტული პუნქტით მატებაა.

სესხების ლარიზაციის მატება საბაზრო პროცესთან ერთად, რეგულაციითაც არის განპირობებული, რადგანაც 200,000 ლარამდე სესხები მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში გაიცემა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები