მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-ი მომხმარებლებს თაღლითური ოპერაციების რისკის შესახებ აფრთხილებს

BM.GE
11.05.23 13:29
185
სებ-ი მომხმარებლებს აფრთხილებს. როგორც ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, პერიოდულად სხვადასხვა სოციალურ ქსელებში ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც მომხმარებლებს სხვადასხვა ვებგვერდზე მათი პირადი ინფორმაციის შევსების სანაცვლოდ, გარკვეული ფულადი თუ სხვა პრიზების მოგების დაპირებით, გათამაშებაში მონაწილეობის მიღებას სთავაზობენ. ამასთან, რამდენიმე შემთხვევაში, გათამაშების შესახებ ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ბანკის სახელითაც გავრცელდა. მათ შორის, მომხმარებლებს ამ შეთავაზებების სხვა პირებთან გავრცელებისკენ უბიძგებდნენ. 

სტუმარი: ლაშა გზირიშვილი - ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის და ფინანსური განათლების დეპარტამენტის უფროსი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები