მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-მა საფინანსო სექტორს რუსეთისთვის დაწესებული სანქციებით ხელმძღვანელობა დაავალა

621a4abc96791
თელარა გელანტია
26.02.22 19:42
4424
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საფინანსო სექტორს უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებით ხელმძღვანელობა დაავალა.

როგორც bm.ge-ისთვის გახდა ცნობილი, შესაბამისი ოფიციალური წერილი საქართველოში ლიცენზირებული და რეგისტრირებული საფინანსო სექტორის წარმომადგენლების ხელმძღვანელ პირებს დაეგზავნა.

„გიგზავნით ამ ეტაპისთვის ბოლო ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებული ფინანსური სანქციების შესახებ (იხილეთ, შესაბამისი ვებგვერდების მისამართები)

ევროკავშირის სანქციები

დიდი ბრიტანეთის სანქციები

აშშ-ის სანქციები

გევალებათ იხელმძღვანელოთ ზემოაღნიშნული რეზოლუციების მოთხოვნების შესაბამისად“, - წერია საფინანსო სექტორისთვის გაგზავნილ საერთო წერილში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები