მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-ს ფინანსური კონგლომერატების ზედამხედველობა დაევალება- ინიციატივის დეტალები

ეროვნული ბანკი

„საქართველოს ეროვნულ ბანკსა“ (სებ) და „დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს“ შესაძლოა, უფლებამოსილება გაუფართოვდეთ. 

„ფინანსურ კონგლომერატში შემავალი კომპანიების დამატებითი ზედამხედველობის საკითხს უბრუნდება.  შესაბამისი  კანონპროექტები ორშაბათს, მთავრობის სხდომაზეც განიხილეს. მომზადებული  საკანონმდებლო ცვლილებები კი,  ფინანსურ კონგლომერატში საკრედიტო ინსტიტუტების, სადაზღვევო  და საინვესტიციო კომპანიების დამატებითი ზედამხედველობას ითვალისწინებს.  კანონპროექტების შემუშავება ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში ხდება, რაც ქვეყანას ავალდებულებს თავისი კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობას დაუახლოოს. 

თუ პარლამენტი ინიციატივას მხარს დაუჭერს, საქართველოს კანონმდებლობაში გაჩნდება  „ფინანსური კონგლომერატის“ დეფინიცია და აღნიშნულთან დაკავშირებით ჩამოყალიბდება საზედამხედველო ჩარჩო.  იმ შემთხვევაში, თუ ჯგუფი წინასწარ განსაზღვრულ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს, ფინანსური კონგლომერატის სტატუსი მიენიჭება და რიგი მოთხოვნები დაუწესდება. ასეთი კი შეიძლება იყოს კაპიტალის ადეკვატურობა, რისკის კონცენტრაცია, მისი მართვა და ჯგუფის შიდა ტრანზაქციების თვალსაზრისით სხვადასხვა მოთხოვნები. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები