მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სემ ბენკმენ-ფრიდი ჩინელი კანონმდებლების მოსყიდვას ცდილობდა - გამოძიება

642403fb34df4
გიორგი თოლორდავა
29.03.23 16:39
541
გაკოტრებული კრიპტობირჟის, FTX-ის დამფუძნებელი სასამართლო დავის მიმდინარეობის პროცესში ჩინელი მარეგულირებლებისა და კანონმდებლების 40 მილიონი დოლარით მოსყიდვას ცდილობდა, რათა მათ ბენკმენ-ფრიდისთვის გაყინულ აქტივებზე წვდომა აღედგინათ, - ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი ავრცელებს.

გარდა ამისა, გამოძიება დასკვნა, რომ ბენკმენ-ფრიდი აქტიურად ცდილობდა FTX-ის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის, რაინ მილერის მოსყიდვას და მის დარწმუნებას, რომ სასამართლოს წინაშე მას ბენკმენ-ფრიდის გამამტყუნებელი ჩვენება არ მიეცა.

როგორც ირკვევა, ბენკმენ-ფრიდი საკომუნიკაციოდ დაშიფრულ მესიჯინგ აპლიკაციას, Signal-ს იყენებდა, რის გამოც ახალა პროკურატურა მოითხოვს, რომ საქმის დასრულებამდე მას მსგავსი ტიპის პლატფორმებით სარგებლობა უნდა აეკრძალოს.

გარდა მოწმეებისა, ბენკმენ-ფრიდი და მისი ოჯახის წევრები თავად მოსამართლეებთანაც ცილობდნენ კომუნიკაციის დამყარებას, თუმცა უშედეგოდ.

აღსანიშნავია, რომ FTX-ის დამფუძნებელი აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი უმსხვილესი დონორი იყო და პრეზიდენტ ჯო ბაიდენის საარჩევნო კამპანიის აქტიური დამფინანსებელი. იუსტიციის დეპარტამენტის განმარტებით, აშშ-ის კონგრესში ბენკმენ-ფრიდს გავლენიანი მხარდამჭერები და მეგობრები ჰყავს, რის გამოც საქმე უჩვეულოდ მაღალი პოლიტიკური ინტერესით გამოირჩევა.

მიუხედავად იმისა, რომ $250-მილიონიანი გირაოს სანაცვლოდ ბენკმენ-ფრიდი შინაპატიმრობაში გაუშვეს, მის წინააღმდეგ სამართლებრივი პროცესი ჯერაც არ დასრულებულა, რადგან აშშ-ის პროკურატურა მას 13 მუხლით ედავება, შესაბამისად, პროცესი რამდენიმე წლის განმავლობაში გაგრძელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები