სენაკში რეგიონალური ინოვაციების ჰაბის მშენებლობას იწყება. ინოვაციების ცენტრი ერთ სივრცეში რამდენიმე კომპონენტს და სერვისს გააერთიანებს:
სატრენინგო სივრცე;
საერთო სამუშაო სივრცე;
შეხვედრებისა და კონფერენციების სივრცე;
ფაბლაბი (Fabrication Laboratories – Fab Lab).
სამუშაოებს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,ბეგი-ჯორჯია’’განახორციელებს.
პროექტის ღირებულება 2 მილიონ ლარამდეა და მისი დასრულება 2021 წლის შემოდგომაზე იგეგმება.
ამ ეტაპზე, სენაკის მუნიციპალიტეტის მერია იმ ლოკაციაზე, სადაც ცენტრი განთავსდება, ძველი შენობის დემონტაჟს ახორციელებს.