მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სექტემბრიდან Amazon-ზე და Ebay-ზე Atom Kids-ის ექსპერიმენტები გაიყიდება

612120e47e30d
ვიქტორია მღებრიშვილი
22.08.21 10:02
1474
სექტემბრიდან Atom Kids-ის ექსპერიმენტები Amazon-ზე და Ebay-ზე გამოჩნდება - ამის შესახებ BM.GE-ის საბავშვო-შემეცნებითი ექსპერიმენტების ადგილობრივი მწარმოებელი კომპანია Atom Kids-ის დამფუძნებელმა ნინო ბარამიძემ უთხრა.

ის აღნიშნავს, რომ კომპანიას ქართული ექსპერიმენტების ექსპორტზე გატანის გეგმები ჯერ კიდევ 2020 წელს ჰქონდა, თუმცა პანდემიის გამო გადადებულმა საერთაშორისო საბავშვო გამოფენებმა მათი გეგმები მნიშვნელოვნად შეცვალა.

„მიმდინარე ექსპერიმენები, რაც დღეისთვის გვაქვს უკვე ითარგმნა ინგლისურ ენაზე, თუმცა პანდემიის გამო საბავშვო გამოფენებზე, რომელიც გერმანიასა და პარიზში ტარდება, ვერ წავედით. ამიტომ ეს მიმართულება დროებით შევაჩერეთ. ჩვენთვის მნიშნელოვანი იყო თავად წარგვედგინა პოტენციური პარტნიორებისთვის Atom Kids-ის პროდუქტი და ვფიქრობთ, რომ ამას მხოლოდ მიმდინარე წლის მიწურულს შევძლებთ“, - ამბობს ნინო ბარამიძე.

მიუხედავად ამისა კომპანიის დამფუძნებელს საერთაშორისო ბაზარზე გასვლისთვის გზების ძიება არ შეუწყვეტია და ამის შედეგია ის, რომ სექტემბრიდან Atom Kids-ის ექსპერიმენტების შეძენა მსოფლიოში წამყვანი ციფრული მარკეტინგის პლატფორმებზე იქნება შესაძლებელი.

„Ebay-სთან ვიცით რომ გვექნება შემდეგი სახის თანამშრომლობა - ისინი დაგვიკვეთავენ და პროდუქტი საქართველოდან გაიზგავნება შესაბამის მისამართზე, ხოლო Amazon-ის შემთხვევაში თანამშრომლობის პირობებზე მოლაპარაკებები ამ ეტაპისთვისაც მიმდინარეობს“, - აღნიშნავს ნინო ბარამიძე.

დღეისთვის Atom Kids-ის ნატახტარში მოქმედ საწარმოში, სადაც 15 ადამიანია დასაქმებული, თვეში 3-4 ათასი ექსპერიმენტი მზადდება, რაც ადგილობრივი ბაზრისთვის მოთხოვნას სრულად პასუხობს. კითხვაზე კი იქნება თუ არა საკმარისი ამ რაოდენობის წარმოება საერთაშორისო ონლაინ პლატფორმებზე გაყიდვების შემდეგ, ნინო ბარამიძე აცხადებს: „ჩვენთვის წარმადობა პრობლემა არ არის. დღეში 3-4 ათასი ცალი ექსპერიმენტის წარმოება შეგვიძლია, ამასთან თუ მოთხოვნა მოიმატებს, გაიზრდება წარმოების მოცულობებიც“.

ცნობისთვის: Atom Kids-ი 2018 წლიდან ახალგაზრდა მეცნიერების მიერ, როგორც ინოვაციური start-up კომპანია 2018 წელს დაფუძნდა. შესაბამისად, ის აქტიურად იკვლევს და ავითარებს სამეცნიერო, სახალისო ექსპერიმენტებს ბავშვებისთვის. ვულკანები, მფრინავი ბუშტები, მხიარული ქაფი, დნმ - ამ და სხვა ექსპერიმენტებით კომპანიის მთავარი ამოცანა ბავშვებისთვის მეცნიერების აკადემიური ჩარჩოების გარეთ ჩვენება და რეალური ექსპერიმენტული თამაშებით სამყაროსადმი შემეცნების სურვილის გაღვივებაა. ნატახტარში მოქმედ საწარმოში დღეისთვის წილკანში მცხოვრები აგვისტოს ომისგან დაზარალებული 15-მდე ქალბატონია დასაქმებული. Atom Kids-ის დაფუძნებისა და განვითარებისთვის წლების განმავლობაში, ეტაპობრივად, ჯამში 500 000 ლარამდე ინვესტიცია ჩაიდო. აღსანიშნია, რომ კომპანია 2021 წლის თებერვალში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო კონკურსში 100 000 ლარიანი გრანტით პროდუქციას უფრო გაამრავალფეროვნებს და ბავშვებს არსებულ 9 ექსპერიმენტთან ერთად კიდევ 15 სახის ექსპერიმენტს შესთავაზებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები