მიუხედავად იმისა, რომ თბილისში მრავალი, ახალი სამშენებლო ჰიპერმარკეტია, ელიავას ბაზრობა რჩება სამშენებლო მასალების მთავარ ცენტრად. აქ არის პროდუქციის ყველაზე დიდი არჩევანი, მრავალფეროვანი სერვისი და მოქნილობა. - აცხადებენ სექტორში.
„სექტორის“ მისიაა გააუმჯობესოს სამშენებლო-სარემონტო მასალების ყიდვის გამოცდილება, გაამარტივოს და სასიამოვნო გახადოს რემონტი მომხმარებლებისთვის.
„სექტორი“ ითვალისწინებს მომხმარებელთა სხვადასხვა საჭიროებებს და დამატებით სთავაზობს: ხელოსნის მომსახურებას, ხელსაწყოების გაქირავებასა და მიწოდებას.

უახლოეს მომავალში ჩაეშვება ონლაინ პლატფორმა sectori.ge, სადაც მომხმარებელი მარტივად, სახლიდან გაუსვლელად შეარჩევს და შეუკვეთავს სასურველ პროდუქციას.
მანამდე კი „სექტორი“ მომხმარებელს სთავაზობს 10%-იან ფასდაკლებას სამშენებლო-სარემონტო მასალებზე.
ფასდაკლება იმოქმედებს 9 აგვისტომდე! https://www.facebook.com/sectori.ge