მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სერგეენკო არ გააგდეს, რადგან საბურთალოზე რიგგარეშე არჩევნების ჩატარება გახდებოდა საჭირო - ოქრიაშვილი

641d6e36f0f6a
BM.GE
24.03.23 13:32
696
ბიზნესმენი კახა ოქრიაშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატ დავით სერგეენკოს დეპუტატის უფლებამოსილება იმიტომ არ შეუწყდა, რომ საბურთალოზე რიგგარეშე არჩევნების ჩატარება გახდებოდა საჭირო. როგორც ოქრიაშვილი აცხადებს, ამ შემთხვევაში „ქართული ოცნება“ აუცილებლად დამარცხდებოდა.

„საბურთალოზე, ისევე, როგორც მთელს საქართველოში, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ პირწმინდად დამარცხდება. სწორედ ამიტომ არ გააგდეს ბატონი სერგეენკო.

დღეს საქართველოს პარლამენტმა უფლებამოსილება შეუწყვიტა ე.წ. აგენტების რუსული კანონის მიღებასთან დაკავშირებით აჯანყებულ დეპუტატებს - ირაკლი კოვზანაძეს, გიორგი ხელაშვილს, ვლადიმერ ჩაჩიბაიას, ნინო იობაშვილს და გიორგი ამილახვარს. ბიძინა ივანიშვილმა ისინი დასაჯა და გაყარა პარლამენტიდან!

„აჯანყებულ დასჯილებს“ შორის არ არის ბატონი დავით სერგეენკო. რატომ?! იმიტომ, რომ ის საბურთალოს საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატია და მისი გაგდების შემთხვევაში, საბურთალოზე რიგგარეშე მაჟორიტარული არჩევნები დაინიშნება.

ყველა კვლევა აჩვენებს, რომ საბურთალოზე, ისევე, როგორც მთელს საქართველოში, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ პირწმინდად დამარცხდება. სწორედ ამიტომ არ გააგდეს ბატონი სერგეენკო. ეს ნიშნავს, რომ „ოცნების“ დრო ამოიწურა.

ბატონებო, თქვენი დრო ამოწურულია და ისე მოიქეცით, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ტოტალურად ყველანი ციხეში არ აღმოჩნდეთ“, - წერს ოქრიაშვილი FACEBOOK-ში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები