მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს პროევროპულ გზას - 15 ევროპარლამენტარი აგენტების კანონზე

6408b91ceb8d2
თელარა გელანტია
08.03.23 20:32
718
15 ევროპარლამენტარი საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოელი აგენტის“ შესახებ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„ეს კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებსა და სტანდარტებთან და სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს პროევროპულ გზას“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს პეტრას აუსტრევიჩიუსი, მაიკლ გალერი, სვენ მიკსერი, ვიოლა ფონ კრამონი, ანა ფოტიგა, ნატალი ლუაზო, ანდრიუს კუბილიუსი, მარინა კალიურანდი, ჰილდე ვაუტმანსი, მირიამ ლექსმანი, ტაის რუტენი, მარკეტა გრეგოროვა, კარენ მელქი, რაფაელ გლუკსმანი და ურმას პაეტი აწერენ.

მათი შეფასებით, საქართველოს ძლიერმა სამოქალაქო საზოგადოებამ დემოკრატიულ რეფორმებსა და ევროკავშირში წევრობის განაცხადისთვის ქვეყნის მომზადების პროცესში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

„მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, თავი შეიკავოს დისკრედიტაციის შემდგომი მცდელობებისა და სამოქალაქო საზოგადოების როლის შეზღუდვისგან და ამის ნაცვლად, ხელი შეუწყოს თანამშრომლობისთვის გარემოს შექმნას კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ეს არის მიზანი, რომელსაც მტკიცედ ვუჭერთ მხარს და მზად ვართ დავეხმაროთ მის მიღწევაში“, – ნათქვამია ევროპარლამენტარების განცხადებაში.

საქართველოს პარლამენტმა გუშინ მიიღო კანონპროექტი, რომლის მიზანიც ქვეყანაში მედიისა და სამოქალაქო სექტორის შეზღუდვაა. აგენტების შესახებ კანონის პირველი მოსმენით მიღება გააპროტესტეს საქართველოს მოქალაქეებმაც. დემონსტრანტების წინააღმდეგ ხელისუფლებამ წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი აირი და წყლის ჭავლი გამოიყენა.

რუსთაველიზე გამზირზე ამ წუთებშიც მიმდინარეობს აქცია #არარუსულკანონს!

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები