მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სეს-ის შემოწმება - უსაფრთხოების მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ ბაზრები გაიხსნება

5e919fb516b00
BM.GE
11.04.20 14:39
1653
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უწყების ინსპექტირების ჯგუფები რეგიონებისა და დედაქალაქის აგრარულ ბაზრებში არსებულ ვითარებას ეცნობიან და გასცემენ რეკომენდაციებს იმ სტანდარტებთან დაკავშირებით, რომელთა დაცვაც მათი ფუნქციონირების განახლებისათვის არის სავალდებულო. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე კვირაში მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, თბილისში მოქმედი ღია ბაზრები დაიხურა.

"სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებზე დაყრდნობით, შეიმუშავა რეგულაციები, რომლებიც გულისხმობს აგრარული ბაზრების ტერიტორიაზე სადეზინფექციო სამუშაობის სისტემატურად ჩატარებას, პერსონალისა და მომხმარებლის მიერ ჰიგიენური ნორმების დაცვას, პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკაცრად გაკონტროლებას, მათი ხელთათმანებითა და პირბადით აღჭურვას, სადეზინფექციო საშუალებებისა და დეზობარიერების განთავსებას, პერსონალსა და მომხმარებელს შორის სოციალური დისტანციის დაცვას.

აგრარული ბაზრების ადმინისტრაციის მიმართვის საფუძველზე, სურსათის ეროვნული სააგენტო განახორციელებს მონიტორინგს და ობიექტი ფუნქციონირებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ დადგენილ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს,"- ნათქვამია უწყების განცხადებაში. 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის მდგომარეობით, საქართველოში არსებულ ბაზრებსა და ბაზრობებზე ჯამში 45,100 მოვაჭრე არის დასაქმებული, საიდანაც 20 ათასი მოვაჭრე თბილისში არსებულ ბაზრებზე არის დასაქმებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები