მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შალვა პაპუაშვილი თურქეთის ელჩს საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოზე ესაუბრა

61f3b317b72ef
თელარა გელანტია
28.01.22 13:08
471
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ფატმა ჯერენ იაზგანთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

როოგრც პარლამენტის მიერ გავრცელებულ რელიზშია აღნიშნული, შეხვედრისას ყურადღება ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს, საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის საკითხებსა და სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას დაეთმო.

"მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის დღის წესრიგში არსებული საკითხები, რეგიონში არსებული ვითარება, აღმოსავლეთ ევროპაში შექმნილი უსაფრთხოების გამოწვევები და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პრიორიტეტები.

შალვა პაპუაშვილმა და ფატმა ჯერენ იაზგანმა ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე და ჩვენს ქვეყანაში არსებულ ბიზნესგარემოზე ისაუბრეს.

პარლამენტის თავმჯდომარემ თურქულ მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერისთვის და ელჩს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები