მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შარლ მიშელი ხვალ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება

64882e03369de
BM.GE
13.06.23 12:49
899
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ირაკლი ღარიბაშვილს უმასპინძლებს. შეხვედრა შარლ მიშელის დღის წესრიგში, ხვალ, 14 ივნისსაა ჩანიშნული.

შეხვედრა ბრიუსელის დროით 12:30 საათზე დაიწყება, თბილისის დროით კი - 14:30 საათზე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად ბელგიის სამეფოში უკვე  გაემგზავრა.

ვიზიტის ფარგლებში ასევე, იგეგმება პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა კულტურის საერთაშორისო ფესტივალის - "ევროპალიისა" და საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე. საქართველო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წელს პირველად მონაწილეობს კულტურის საერთაშორისო ფესტივალში - „ევროპალია“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები