მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შარლ მიშელმა საქართველოში პოლიტიკური დიალოგის მედიატორად კრისტიან დანიელსონი დანიშნა

604717c4d8547
შოთა ტყეშელაშვილი
09.03.21 10:43
796
ევროპის საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის ჟოზეფ ბორელის გადაწყვეტილებით, საქართველოში პოლიტიკური დიალოგის სპეციალურ მედიატორად კრისტიან დანიელსონი დაინიშნა.

დანიელსონი ამჟამად შვედეთში ევროკომისიის წარმომადგენლობას ხელმძღვანელობს; იქამდე კი, 2011-2013 წლებში ევროკომისიის გენერალური მდივნის მოადგილე იყო. 2013 წელს ის გახდა გენერალური დირექტორი გაფართოების საკითხებში, 2015-ში კი - სამეზობლო საკითხებისა და გაფართოების თაობაზე მოლაპარაკების საქმეთა გენერალური დირექტორი.

"დანიელსონის მანდატი საქართველოში პოლიტიკურ მხარეებს შორის დაწყებული ახალი დიალოგის მედიაცია იქნება. მისი მიზანი ბატონ ელჩთან, კარლ ჰარცელთან ერთად, პოლიტიკური მედიაციის გზით ქვეყანაში არსებული დაძაბულობის განმუხტვა იქნება", - ნათქვამია ევროპის საბჭოს განცხადებაში. 

განცხადებაში აღნიშნულია, რომ როგორც შარლ მიშელი, ასევე ჟოზეფ ბორელი, საქართველოს კვლავ რეფორმებზე ორიენტირის აღებისკენ და დემოკრატიის განმტკიცებისკენ მოუწოდებენ, "რათა ქვეყანამ წარმატებით განაგრძოს მისი პრო-ევროპული გზა" - ნათქვამია განცხადებაში. 

შეგახსენებთ: შარლ მიშელი საქართველოში 28 თებერვალი - 1-ელი მარტის პერიოდში იმყოფებოდა. ვიზიტის დროს მისი ინიციატივით მხარეებს შორის მედიაციის ფორმატი შეიქმნა. არსებული ინფორმაციით, მედიაციის პროცესში 6 ძირითადი პუნქტი განიხილება, რომელთა შორის ხელახალი არჩევნების ჩატარების საკითხიც შედის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები