მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შარშან სსიპ-ებსა და ააიპ-ებში 163 069 ადამიანი მუშაობდა, მათგან 31% - შტატგარეშედ - IDFI

62ea257883d38
ვიქტორია მღებრიშვილი
03.08.22 11:44
900
ინფორმაციის თავისუფლებისა და განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საჯარო სექტორში ხელფასების ზრდასა და ბიუროკრატიის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა. დოკუმენტის ძირითად მიგნებებში ნათქვამია, რომ გასულ წელს სახელმწიფო სსიპ-ებში და ა(ა)იპ-ებში 163 069 პირია დასაქმებული, საიდანაც 50 561 (31%) შტატგარეშე მოსამსახურეს წარმოადგენს.

ამასთან, 2021 წელს სახელმწიფო სსიპ-ების და ა(ა)იპ-ების (საჯარო სკოლების გამოკლებით) მიერ საკუთარი შემოსავლებიდან გაწეულია 443.5 მლნ ლარის შრომის ანაზღაურების ხარჯი, რაც 2020 წლის მაჩვენებელს, დაახლოებით, 10%-ით აღემატება.

კვლევის ძირითადი მიგნებებში ასევე ნათქვამია, რომ მუნიციპალური ა(ა)იპ-ების და სახელმწიფო კომპანიების ბიუროკრატიული აპარატის შესახებ კრებსითი მონაცემები, ხელმისაწვდომი მხოლოდ 2019 წლის მდგომარეობით არის. რა დროსაც მუნიციპალურ ა(ა)იპებში - 61 401 თანამშრომელი, ხოლო სახელმწიფო კომპანიებში 37 142 თანამშრომელი იყო დასაქმებული.

ამ კონკრეტულ ნაწილში IDFI აკეთებს დასკვნას და გასცემს რეკომენდაციას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ (როგორც ცენტრალურ ისე ადგილობრივ დონეზე) ბიუროკრატიული აპარატის ოპტიმიზაცია უნდა უზრუნველყოს. მათ შორის, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს სახელმწიფო და მუნიციპალური სსიპ-ების და ა(ა)იპების თანამშრომელთა არაგონივრულად მაღალ მაჩვენებლებს, ხელშეკრულებით დასაქმების არსებულ პრაქტიკას და სხვა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა კი ბიუროკრატიული აპარატის და მათ შენახვაზე გაწეული ხარჯების ეფექტიანობის მონიტორინგი, მისი სათანადო ოპტიმიზაციის დონის მიღწევამდე უნდა გაააქტიუროს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები