მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შავ პარასკევსა და კიბერ ორშაბათს აშშ-ში გაყიდვები რეკორდულად გაიზარდა

63874932b18cb
BM.GE
01.12.22 00:10
553
მაღალი ინფლაციის მიუხედავად, წლევანდელი შავი პარასკევისა და კიბერ ორშაბათის ფასდაკლებები ამერიკის შეერთებული შტატების მომხმარებლისთვის მიმზიდველი აღმოჩნდა. შედეგად, აშშ-ში ონლაინგაყიდვებმა რეკორდულ 11.3 მილიარდ დოლარს მიაღწია.

Adobe-ის მონაცემებისა და ანალიტიკური შეფასების ცენტრ Adobe Analytics-ის მონაცემებით, წლევანდელ შავ პარასკევსა და კიბერ ორშაბათს აშშ-ში ონლაინ დანახარჯები 5.8%-ით გაიზარდა. ცნობისთვის, Adobe Analytics-ი, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით, ასი საუკეთესო ინტერნეტ საცალო ვაჭრობის პლატფორმების 85%-ზე აქვს წვდომა, მონაცემებს ვებგვერდებზე განხორციელებული ტრანზაქციების ანალიზით ზომავს.

საინტერესოა, რომ Adobe Analytics-ის პროგნოზით, „შავ პარასკევს“ ონლაინგაყიდვების ზრდას მხოლოდ 1% უნდა შეედგინა, თუმცა რეალურმა მონაცემებმა პროგნოზებს მნიშვნელოვნად გადააჭარბა.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნასთან ერთად, „შავი პარასკევის“ საყიდლებზე მომხმარებლების მაღაზიებში გამოჩენა ბევრად უფრო მოსალოდნელი იყო, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ამერიკელები წელსაც ონლაინგაყიდვებს ანიჭებდნენ უპირატესობას. განსაკუთრებით პოპულარული კი მობილურის გამოყენებით შოპინგი აღმოჩნდა, რომელმაც, Adobe-ის მონაცემებით, „შავ პარასკევს“ ციფრული გაყიდვების 48% შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები