მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შავ ზღვაში ქარის ენერგიის პოტენციალის შესწავლზე შეთანხმება გაფორმდა

63691714d28f3
მარიამ ვარადაშვილი
07.11.22 23:30
682
საქართველოს, თურქეთის, უკრაინისა და ბულგარეთის ასოციაციებმა ქარის ენერგიის დარგში ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება გააფორმეს. თანამშრომლობა შავი ზღვის აუზში ქარის ოფშორული ენერგიის პოტენციალის ერთობლივი ძალებით კვლევასა და განვითარებას გულისხმობს. 

კერძოდ, შავ ზღვაში ქარის სადგურების პოტენციალის შესწავლას ითვალისწინებს. საქართველოს მხრიდან დოკუმენტს ხელი ქარის ენერგიის ასოციაციის ხელმძღვანელმა თორნიკე ბახტურიძემ მოაწერა. 

“შავი ზღვის აუზში ქარის ენერგიის პოტენციალი მხოლოდ ზედაპირულად არის შესწავლილი. მსოფლიო ბანკის ანგარიში არსებობს ამ საკითხზე და ისიც სიღრმისეულად არ სწავლობს ამ საკითხს. ამ თანამშრომლობის ამოცანაა დავადგინოთ რიცხვებში რა პოტენციალი არსებობს და ღირს თუ არა მის განვითარებაში ინვესტირება. დიდი ალბათობით ღირს. ზოგადად, მსოფლიოში, ჯერჯერობით, მხოლოდ განვითარებულ ქვეყნებშია ქარის ტურბინები წყალში დამონტაჟებული. ესენია: ჩინეთი, აშშ და სკანდინავიის ქვეყნებში. აქედან გამომდინარე, პირველი რიგში, უნდა ვიცოდეთ რა პოტენციალი არსებობს ამ მიმართულებით. ეს პოტენციალი ორ ნაწილად შეიძლება გაიყოს: ქარის სიჩქარე და წყლის ისეთი მონაკვეთების გამოკვეთა, სადაც ქარის ტურბინების დამონტაჟება შესაძლებელი იქნება. ეს ჯერჯერობით კერძო ასოციაციების ინიციატივაა, რომელსაც თურქეთის ქარის ენერგიის ასოციაცია ხელმძღვანელობს და სწორედ მათ მიიწვიეს შავი ზღვის აუზის ყველა ქვეყანა, გარდა რუსეთისა”, - აცხადებს ბახტურიძე.

მისივე თქმით, საქართველო ქარის ენერგიის განვითარებით ევროპას მნიშვნელოვნად ჩამორჩება, თუმცა ქვეყანაში ქარის მრავალი სადგურის მშენებლობის შესაძლებლობა გვაქვს. ამ პროექტების განხორციელებას კი სახელმწიფოს მხრიდან მხარდამჭერი მექანიზმები სჭირდება.

შეთანხმების შესახებ ინფორმაცია თურქეთის სახელმწიფო სააგენტო Anadolu-ც გაავრცელა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები