მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შავი ხიზილალის წარმოება ანუ ქართული „შავი ოქრო“

BM.GE
24.07.22 21:55
626
უკრაინელი ბიზნესმენი სერგეი პანჩენკო საქართველოში ცნობილია, როგორც პრემიუმ ხარისხის ქართული შავი ხიზილალის შემქმნელი. 2008 წლიდან Panchenko Caviar House-მ ქვეყანაში დაახლოებით 10 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა. უკრაინელი ბიზნესმენის პროფესიონალიზმი და ამბიცია კი უკვე ქართული აკვაკულტურის განვითარებისა და ადგილობრივი ზუთხის ხიზილალის საერთაშორისო ბაზარზე გასვლის გასაღები. ამისთვის, ქართული ხიზილალა „Panchenko Caviar House“-სგან ბრენდებით „Admiral“ და „Pancaviar“ უკვე წარმოდგენილია საქართველოს, აშშ- სა და აზერბაიჯანის ბაზრებზე. რიგშია ევროკავშირისა და სპარსეთის ყურის ქვეყნები. 


ბიზნესმენმა სერგეი პანჩენკომ ამისთვის 2008 წლიდან ჩვენ საქართველოში აკვაკულტურის 3 ობიექტი შექმნა: პირველი კახეთში, საგარეჯოში, სოფელ ხაშმში, მეორე - რიონის ზუთხის ქარხანა ქუთაისთან ახლოს, მდინარე რიონზე და მესამე მდინარე ალგეთზე, ალგეთის წყალსაცავის ქვემოთ, თეთრიწყაროს რაიონში, ქვემო ქართლის მხარეში.

სერგეი პანჩენკო - უკრაინელი ბიზნესმენი, „Panchenko Caviar House“-ის დამფუძნებელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები