შუა დერეფანი წარმოადგენს ძალიან მნიშვნელოვან ხედვას, რომლითაც გვსურს, რომ აზიიდან ევროპაში, სამხრეთ კავკასიისა და საქართველოს გავლით, ტვირთების ბრუნვა იყოს შესაძლებელი, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა განაცხადა. ელჩის თქმით, შუა დერეფანი სარგებლიანია როგორც საქართველოსთვის, ასევე ევროკავშირისთვის. წინ დიდი შრომა გველის - ამბობს ელჩი და აღნიშნავს, რომ ამბიციური ეკონომიკური პროექტებია დასაწყები, რომ კავშირები კიდევ უფრო გაღრმავდეს. შუა დერეფნის შესაძლებლობების ზრდას ხედავს მსოფლიო ბანკიც. მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი ამბობს, რომ ბანკის დაფინანსებით მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება.
ეს განცხადებები დღეს შავი ზღვის პლატფორმის დაფუძნების ღონისძებაზე გაჟღერდა. ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით დღეს დაფუძნდა. პლატფორმის მთავარი მიზანია შავი ზღვის ქვეყნების, ასევე დაინტერესებული პარტნიორი ქვეყნების თანამშრომლობის გაღრმავება და პროექტების განვითარება. როგორ შეიძლება მოხდეს შავ ზღვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი პროექტების და აქტივობის მხარდაჭერა და რა შესაძლებლობებს იძლევა შავი ზღვის პლატფორმა?
სტუმარი: ზვიად ჭუმბურიძე - ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს გენერალური მდივანი;