სასტუმრო "ბილტმორში" შეფილდის უნივერსიტეტის Executive MBA პროგრამის პირველი გამოშვების სტუდენტთა ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრის დიპლომებით დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა, რომელსაც პროგრამის აკადემიური დირექტორი დოქტორი ლესლი სზამოსი გაუძღვა. ასევე კურსდამთავრებულებსა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ბრიტანეთის და საბერძნეთის ელჩებმა საქართველოში. შეფილდის უნივერსიტეტის Executive MBA პროგრამა თბილისში 2017 წლიდან ხორციელდება, რაც ქვეყანაში ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრატურის კუთხით ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანის შესაძლებლობას იძლევა.
სტუმარი: ლესლი სამოზი - აკადემიური დირექტორი, პან-ევროპული, სამაგისტრო პროგრამის Executive MBA, პროფესორი;