მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შეიძლება თუ არა ქორწილები “კოვიდპასპორტიანებისთვის”?

BM.GE
14.09.21 13:43
355
ქორწილების, ქელეხებისა და იუბილეების გამართვა და მონაწილეობა, შესაძლოა, „კოვიდპასპორტის” მქონე ადამიანებისთვის ნებადართული გახდეს. შრომის ინსპექცის ხელმძღვანელმა სხვადასხვა ბიზნეს-სექტორის წარმომადგენელთან შეხვედრები დაიწყო, რომლის მიზანიც ე.წ. მწვანე ზონების შექმნაა. ინიციატივის არსი ისაა, რომ ობიექტზე დაიშვება მომხმარებელი, რომელსაც „კოვიდპასპორტის“ წარდგენისას სპეციალური ელექტრონული სისტემა „გაამწვანებს“. „მწვანე“ სტატუსი ნიშნავს, რომ ადამიანი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს მაინცუნდა აკმაყოფილებდეს. ესენია ბოლო 24 საათში გაკეთებული აქვს სწრაფი კოვიდ-ტესტი და პასუხი ნეგატიურია, ბოლო 72 საათის განმავლობაში აქვს ჩატარებული პისიარ-კვლევა და პასუხი ნეგატიურია, ბოლო 6 თვეში გადატანილი აქვს კოვიდინფექცია ან არის ორჯერადად აცრილი. როგორც შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა ბექა ფერაძემ განაცხადა, პირველ ეტაპზე ინიციატივას სარეკომენდაციო ხასიათი ექნება, რომლის თანახმადაც, ობიექტებმა საკუთარ ტერიტორიაზე არ უნდა დაუშვან მომხმარებლები, რომლებიც კოვიდ-ინფექციის გავრცელების კუთხით, უსაფრთხოების სტანდარტებს არ აკმაყოფილებენ და შესაბამისად, მათ სისტემა „გააწითლებს“. ფერაძის თქმით, ბიზნეს სუბიექტების ნაწილმა უკვე გამოთქვა დაინტერესება აღნიშნული სისტემის დანერგვისადმი. ხოლო მას შემდეგ, რაც სისტემა პრაქტიკაში დაიწყებს მუშაობას, მოხდება პირველადი შედეგების ანალიზი და ამის შემდეგ, საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს სისტემის ვალდებულების სახით შემოღების შესახებ.

სტუმარი: ლაკა წერეთელი - ივენთ კომპანია „ლაკა“-ს დამფუძნებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები