მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შეკვეთები გვაქვს ამერიკიდან და ბრიტანეთიდანაც - "თბილიჰობი"

63f9d45c83033
ნანუკა ნარიმანიძე
25.02.23 14:00
773
„თბილიჰობი“ სოფლად მცხოვრებ ქალბატონებს ასაქმებს, - ამის შესახებ საბავშვო პროდუქციის მწარმოებელი კომპანიის დამფუძნებელმა ქეთევან დუმბაძემ გადაცემა „ქალების ნარატივში“ სტუმრობისას ისაუბრა.

მისივე თქმით, ადგილობრივები საქმდებიან საწარმოში, რომელიც დუშეთის რაიონის სოფელ ჭოპორტში მდებარეობს. დუმბაძის ინფორმაციით, ატელიეში 10-მდე ქალია დასაქმებული.

„თბილიჰობი“ აქტიურად ზრუნავს სოფლად მცხოვრები ქალბატონების მცირე ბიზნეს საქმიანობაში ჩართვაზე. სოფლად ძალიან ჭირს სამუშაო ადგილების პოვნა, სწორედ ამიტომ ვასაქმებთ ადგილობრივებს, ვცდილობთ შევასწავლოთ ხელსაქმე, ხანდახან ვიწვევთ სპეციალისტებს და ვატარებთ ტრენინგებს“, - ამბობს ის.

საფასო პოლიტიკაზე საუბრისას, ქეთევან დუმბაძე ამბობს, რომ პროდუქცია გათვლილია საშუალო ბიუჯეტის მქონე მომხმარებელზე, სწორედ ამიტომ მათი გაყიდვები მზარდია.

„გაყიდვები ხორციელდება ონლაინ, სატესტო რეჟიმშია ჩვენი ვებ-გვერდიც, შეკვეთები შემოგვდის როგორც ამერიკიდან, ასევე ბრიტანეთიდანაც. ონლაინ მაღაზიის გარდა, „თბილიჰობის“ პროდუქციის შეძენა შესაძლებელია გლდანი მოლში და სხვადასხვა ქალაქში. გასული ვართ რეგიონებშიც. აქსესუარებს შეხვდებით ბათუმში, მაღაზია „მატროსიაში“ და ზუგდიდში „ზუგდიდი მოლში“, - ამბობს ქეთევან დუმბაძე.

კითხვაზე, რა სამომავლო გეგმები აქვს კომპანიას, დამფუძნებელი პასუხობს, რომ აქტიურად მუშაობს, რათა კომპანიამ საქართველოში და საზღვრებს გარეთ გაყიდვების ბაზრის არეალი მოიცვას.

ამასთან, დუმბაძეს სურს, მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენაზე, რათა პროდუქციაზე მომხმარებლის ცნობადობა აამაღლოს.

სამომავლო გეგმებშია საწარმოს გაფართოება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები