მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

SHELL-ის ახალი CEO უოლ სავანი იქნება

6322e4c236a2f
გიორგი თოლორდავა
15.09.22 12:46
582
ცხრაწლიანი მმართველობის შემდეგ, ბრიტანული ენერგოგიგანტის, Shell-ის გენერალურმა დირექტორმა, ბენ ვან ბეურდენმა თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

Shell-ის ახალი CEO უოლ სავანი იქნება. 48 წლის კანადელი ბიზნესმენი აქამდე კომპანიის განახლებადი ენერგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა.

დირექტორთა საბჭოს მიერ სავანის არჩევა კომპანიის ძირითადი სტრატეგიის ცვლილებაზე მიუთითებს. მართალია, გარემოს დაბინძურებაში Shell-ს უდიდესი წვლილი მიუძღვის, თუმცა კომპანიას ახალ უკვე მიზნად აქვს, რომ 2050 წლამდე ემისიები ნულამდე შეამციროს, ბიზნესმოდელი კი განახლებად ენერგიას მოარგოს.

„ჩვენ დისციპლინირებულები და ღირებულებებზე ორიენტირებულები ვიქნებით“, - განაცხადა უოლ სავანმა.

აღსანიშნავია, რომ ბენ ვან ბეურდენი დირექტორის მოვალეობას 2023 წლის პირველ იანვრამდე შეასრულებს, მას შემდეგ კი ის დირექტორთა საბჭოში გადაინაცვლებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები