მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“შემომყვანი ტუროპერატორებისთვის ფინანსური გარანტიის ვალდებულება დარტყმა იქნება” - Reach Point Georgia

649a711f2f802
ანუკა ჯოხაძე
27.06.23 10:17
821
ტურისტული მომსახურების სფეროში ახალი რეგულაციები შემოდის, რომლის შედეგად, სსიპ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ზედამხედველის ფუნქციები ენიჭება. „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მიხედვით ტუროპერატორი და კომბინირებული ტურისტული მომსახურების მიმწოდებელი ვალდებული ხდება, შესაძლო გადახდისუუნარობის შემთხვევისთვის, ფინანსური უზრუნველყოფა იქონიოს.

კანონპროექტის თანახმად, ფინანსური უზრუნველყოფის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ტუროპერატორს/კომბინირებული მომსახურების მიმწოდებელს უნდა გააჩნდეს შესაბამისი პასუხისმგებლობის დაზღვევა ან საბანკო გარანტია.

კანონპროექტის საკომიტეტო განხილვას დღეს კერძო სექტორის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. როგორც შემომყვანი ტურისტული კომპანია Reach Point Georgia-ს დამფუძნებელი ამბობს, საბანკო გარანტიების წარდგენა შემომყვანი ტუროპერატორებისთვის აუცილებელი არ უნდა იყოს, რადგან ეს სექტორი ძირითადად B2B სეგმენტზე მუშაობს და ამ მიმართულებით შესაბამისი ვალდებულებები მხარეებს ხელშეკრულებით ისედაც აქვთ გაწერილი.

“შემომყვან ტურიზმს ნაკლებად სჭირდება ფინანსური და საბანკო გარანტიების წარდგენა, რადგან ძირითადად B2B სეგმენტში ვმუშაობთ და ჩვენ პარტნიორებთან ისედაც გვაქვს ეს ხელშეკრულება. ეს ვალდებულება ორივე მხარისთვის გათვალისწინებულია. ამას კიდევ დამატებით რაიმე რეგულაცია ვფიქრობთ, არ სჭირდება, მითუმეტეს ფინანსური. შემომყვან ტურიზმში არიან უფრო მეტად მცირე და საშუალო კომპანიები და მათთვის ეს ძალიან დიდი დარტყმა იქნება. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, ეს ნაწილი ძალიან მნიშვნელოვანია და ის ფართო განხილვის საგანი უნდა გახდეს", - ამბობს შალვა ასათიანი, კომპანია Reach Point Georgia-ს დამფუძნებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები