მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შენობების მართვის სისტემების თანამედროვე გადაწყვეტები

64c0cdaaae50a
BM.GE
26.07.23 11:48
387
იუჯითი, როგორც ლიდერი ტექნოლოგიური კომპანია, უკვე რამდენიმე წელია არ შემოიფარგლება მხოლოდ IT სერვისების და გადაწყვეტების მიწოდებით ადგილობრივი ბაზრისთვის და სხვადასხვა ტექნოლოგიურ მიმართულებებს ავითარებს. მათ შორის, უკვე 5 წელია, რაც ელექტროობის და შენობის მართვის სისტემების მიმართულება ვითარდება იუჯითიში და ამასთან დაკავშირებით კომპანიის ელექტროობის და შენობის მართვის სისტემების ტექნიკური დირექტორს, დავით ხასიას ვესაუბრეთ.

დავით, რომ ვისაუბროთ რა გადაწყვეტებს და სერვისებს სთავაზობს იუჯითი ელექტროობის და შენობის მართვის სისტემების მიმართულებით კომპანიებს?
იუჯითი 25 წელზე მეტია ბაზარზე ოპერირებს. ამ დროის მანძილზე ყოველთვის ვითვალსიწინებდით ბაზრის მოთხოვნებს და ვავითარებდით სხვადასხვა ტექნოლოგიებს კომპანიის შიგნით. გამომდინარე იქიდან, რომ მშენებლობის ტემპი მზარდია დღეს საქართველოში, გაჩნდა სტანდარტების შესაბამისი სერვისების მიწოდების მოთხოვნა. შენობების მართვი სისტემები აერთიანებს ელექტრო მომარაგებას, ხანძრის აღმოჩენას, გახმოვანების სისტემებს, დაშვების სისტემას, ვიდეო სამეთვალყურეო სისტემებს და შენობის ცენტრალური მართვის სისტემებს, რომელიც შენობის ერთი კონკრეტული წერტილიდან მართვის შესაძლებლობას იძლევა. ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ კონსულტაციიდან დაწყებული, პროექტირებით, შესრულებით, ინსტალაციებით, პროგრამირებით და გაშვებით დასრულებულ სერვისს.

უკვე განახორციელეთ არაერთი ბრენდული სასტუმროს პროექტი, რას ნიშნავს ეს თქვენი გუნდისთვის?
იუჯითიმ დასაწყისშივე გადადგა საკმაოდ თამამი ნაბიჯები და პირდაპირ დავიწყეთ თანამშრომლობა ბრენდულ სასტუმროებთან. განვახორციელეთ Radisson-ის, Hilton-ის, Marriot-ის და სხვა პროექტები. როდესაც მსგავს ბრენდებთან ვთანამშრომლობთ მნიშვნელოვანია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გადაწყვეტების შემუშავება, რაშიც ჩვენი პარტნიორი მწარმოებლები გვეხმარებიან. ვთანამშრომლობთ ისეთ ვენდორებთან, როგორებიცაა: BOSCH, ABB, Legrand, Schneider, Dormakaba და ა.შ.

რა მიზნები აქვს იუჯითის BMS-ის მიმართულებით, რას გინდათ მიაღწიოთ?
ჩვენი მიზანია ელექტროობის და შენობის მართვის სისტემების სფეროში შევქმნათ ისეთი სტანდარტები და კვალიფიკაციები, როგორიც შევქმენით IT სფეროში. ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში უცხოური ადამიანური კაპიტალის მობილიზება აღარ არის საჭირო საქართველოში ყველაზე რთული და კომპლექსური პროექტების განხორციელების შემთხვევაშიც კი და სწორედ მსგავსი პრაქტიკა გვინდა დავნერგოთ ელექტროობის და შენობის მართვის სისტემების მიმართულებით. გვსურს შევქმნათ სტანდარტი და ისეთი ექსპერტული გამოცდილება, რომელიც თითოეული საერთაშორისო დამკვეთის ან ვენდორის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.

რა არის თქვენი სამომავლო გეგმები?
პირველ რიგში ვგეგმავთ, რომ აქტიურად გავაგრძელოთ ინჟინრების სერტიფიცირებები, რათა მუდმივად თანხვედრაში იყოს ლიდერი მწარმოებლების მოთხოვნებთან. ასევე, ვგეგმავთ მექანიკური მიმართულების (MEP) განვითარებას, რაც შენობებში გათბობა-გაგრილების (hvac), ხანძარქრობის და წყალმომარაგების სისტემების დანერგვას გულისხმობს.

(რ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები