მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შერჩეული მეტროსადგურები სრულად განახლდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად - კალაძე

63ac01afe734a
მარიამ იზორია
28.12.22 12:57
529
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის საკრებულოში მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. სიტყვით გამოსვლისას კახა კალაძემ რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულება გამოყო და მიმდინარე წელს განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვან მოვლენებს შორის თბილისის მუნიციპალიტეტსა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW) შორის ხელმოწერა იყო, პროექტის ფარგლებში 47 მლნ ევრო გამოიყო, რომელიც თბილისისთვის ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის შემდგომ განვითარებას, მათ შორის, „ჭკვიანი შუქნიშნების“, კამერების, დეტექტორების, მონაცემთა პლატფორმისა და მართვის ცენტრის შესყიდვასა და დანერგვას მოხმარდება. მერის განცხადებით, განახლდება მეტროსადგურებიც.

„პროექტის ფარგლებში. გამოყოფილია 47 მლნ ევრო, რომელიც თბილისისთვის „ჭკვიანი“ სატრანსპორტო სისტემის შემდგომ განვითარებას, სისტემის კომპონენტების („ჭკვიანი შუქნიშნები“, კამერები, დეტექტორები, მონაცემთა პლატფორმა და მართვის ცენტრი) შესყიდვასა და დანერგვას მოხმარდება.

აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით, დასასრულს უახლოვდება შესაბამისი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები თბილისში მეტროსადგურების განახლებისა და უნივერსალური მისაწვდომობის მიზნით. პროექტის განხორციელებით, შერჩეული მეტროსადგურები სრულად განახლდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად და იქნება უნივერსალურად ხელმისაწვდომი, მათ შორის, შეზღუდული მობილობისა და შშმ პირთათვის, რაც დამატებით წაახალისებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენებას და მდგრად მობილობას დედაქალაქის მასშტაბით“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები