მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შესაძლოა, British Airways-მა 36,000 თანამშრომელი გაათავისუფლოს

5e85d43c1e8bf
ნათია თაქთაქიშვილი
02.04.20 16:07
939
ავიაკომპანია British Airways 36 ათასი თანამშრომლის დროებით გათავისუფლების შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, საქმე ეხება British Airways-ის ეკიპაჟის 80%-ს, ინჟინრებს და სათაო ოფისში მომუშავე პერსონალს. კომპანია პროფკავშირ Unite-თან მოლაპარაკებებს უკვე კვირაზე მეტია აწარმოებს. მხარეებმა შეთანხმებას თითქმის უკვე მიაღწიეს.

შეთანხმების მიხედვით, კომპანიის არცერთი თანამშრომელი სამსახურს არ დაკარგავს და კრიზისის დასრულების შემდეგ მოვალეობების შესრულებას დაუბრუნდება.

მთავრობის მიერ შემუშავებული სქემის მიხედვით, დროებით უმუშევარი British Airways-ის თანამშრომლები კუთვნილი ანაზღაურების ნაწილს მიიღებენ, რაც, დაახლოებით, მათი ხელფასის 80%-ს წარმოადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები