"მთელი ევროპა უკრაინის გვერდით დგას და გვინდა, ხაზი გავუსვათ ჩვენს ურყევ სოლიდარობას უკრაინის მიმართ. რა თქმა უნდა, შოკირებულები ვართ იმ ინფორმაციით და იმ კადრებით, რაც ბოლო პერიოდში ვრცელდება და ამ ნაწილშიც მზად ვართ მხარი დავუჭიროთ EBA უკრაინას, უმსხვილეს ბიზნესასოციაციას უკრაინაში, მათ შორის, ასოცირების ტრიოს ფარგლებში - საქართველო, მოლდოვა და უკრაინა. EBA საქართველოს წევრი კომპანიები უკვე ჩართულები არიან უკრაინის მხარდაჭერის პროცესში. მათ შორისაა: "კრისტალი", "პროკრედიტ ბანკი", "ჯიპიაი ჰოლდინგი" და ჩვენც აქტიურად ვაგრძელებთ ამ ინფორმაციის გავრცელებას ჩვენს წევრებთან, რომ სხვა კომპანიებიც ჩაერთონ და ვაჩვენოთ, რომ ეს თემი ერთიანია.
პირველ რიგში, მადლობა უნდა გადავუხადო "EBA უკრაინას", რადგან ის უდავოდ ყველაზე მსხვილი ევროპული ბიზნესასოციაციაა რეგიონში და ჩვენც, რა თქმა უნდა, ყოველთვის ყურადღებით ვადევნებდით თვალს მათ განვითარებას. "EBA საქართველომაც" სულ ცოტა ხნის წინ დაასრულა ბიზნესის გამოკითხვა და მომდევნო კვირებში ჩვენ ამას უკვე გავასაჯაროებთ, თუ რა განწყობები აქვთ ევროპულ ბიზნესებს საქართველოში; გვაქვს იდეაც, რაც ჯერ არ განმიხილავს არც EBA უკრაინასთან და არც EBA მოლდოვასთან, მაგრამ გვსურს, გავაერთიანოთ გამოკითხვის შედეგები და გავაანალიზოთ, რა განსხვავებებია ამ აღქმებში, როგორია გავლენა.
ვიცი, რომ ომის გამო, ბევრი ბიზნესი თავს არიდებს რუსეთს და უკრაინას. ტრანსპორტის ახალი მარშრუტების ძიება დღეს არასწორი იქნებოდა. ბიზნესმა უნდა შეძლოს ოპერირება, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია გავაძლიეროთ ეს სექტორი იმით, რომ ვაიძულოთ ჩვენი მთავრობები, გაამარტივონ ტრანზიტის საბუთები და გამართონ ინფრასტრუქტურა ევროპის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის", - აცხადებს ჯონ ბრეკეველდტი.